რა თარიღებია ქორწინებისათვის სასურველი 2025 წლის მიწურულს და 2026 წელს? - ამ საკითხზე საინტერესო ინფორმაციას, ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს.
„ახლა დავიანგარიშე დღეიდან 1 წლის განმავლობაში, რა თარიღებია ქორწინებისათვის სასურველი.
ანუ, როდესაც არც მთვარეა პრობლემური, ცუდ ნიშნებში ან ცუდ ასპექტებში, არც ვენერა; თან მზარდი მთვარის დღეებია და არც რეტრო მერკურიც არ ემთხვევა, ან ვენერას უკუსვლა და მივიღე აი ეს 14 დღე.
მთელს 365 დღეში!
⏯ 25 დეკემბერი (2025)
⏯ 26 იანვარი (2026)
⏯ 19 თებერვალი (2026)
⏯ 22 თებერვალი (2026)
⏯ 23 თებერვალი (2026)
⏯ 26 თებერვალი (2026)
⏯ 27 თებერვალი (2026)
⏯ 18 აპრილი (2026)
⏯ 19 აპრილი (2026)
⏯ 29 აპრილი (2026)
⏯ 22 ივნისი (2026)
⏯ 23 ივნისი (2026)
⏯ 16 აგვისტო (2026)
⏯ 16 დეკემბერი (2026)
აქედან კიდევ მარხვის დღეები არ გამითვალისწინებია, ანუ მხოლოდ ხელისმოწერაზეა ეს გათვლა. არც შაბათ-კვირებზე მიზრუნია.
მერე კიდევ გაითვალისწინეთ, არჩეულ დღეზე, არც თქვენი რუკის ძირითადი კომპონენტები არ უნდა ღებულობდენ ტრანზიტული პლანეტებისაგან პრობლემებს, და არც თქვენი მომავალი მეუღლის. ნუ სასურველია, ერთ-ერთი მაინც იყოს ბედნიერი, თუ ორივე არა.
ჰოდა, ძვირფასებო, შეიძლება ყველა დეტალის გათვალისწინების შემთხვევაში არცერთი დღე აღარ გამოდგეს!!
არადა, რამდენს უკითხავს - „ჩემს შვილს იქით კვირაში ქორწილი აქვს და ხო კარგი დღეაო?“
ხვდებით ახლა, რომ მასე მარტივადაც არაა საქმე?“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: