ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 8 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:
„8 დეკემბერი 2025 — პროგნოზი
ზოგადი ენერგია — ორიანი — თანამშრომლობის, ინტუიციის, დიპლომატიის და ბალანსის ენერგია. თამამი სტარტის ერთიანის შემდეგ მოდის დრო მოვუსმინოთ, შევთანხმდეთ, დავაბალანსოთ. დღეს მოქმედებს „მშვიდი ძალა“, ნდობა და ნაზი აღქმა.
✅ რა გავაკეთოთ:
⏺ ურთიერთობების გაღრმავება, კავშირების აწყობა
⏺ ინტუიციაზე დაყრდნობა
⏺ წყვილში ან გუნდში მუშაობა
⏺ გარშემო ჰარმონიის შენარჩუნება
❌ რისი გაკეთება არ შეიძლება:
⏺ მარტო გადაწყვეტა, თუ დახმარება გჭირდება
⏺ ემოციების იგნორირება
⏺ სხვის მოწონებაზე დამოკიდებულება
ფოკუსი:
⏺ ვისთან მინდა ჰარმონია?
⏺ რას მეუბნება ინტუიცია?
⏺ სად არის საჭირო კომპრომისი — და სად სიმტკიცე?
დღის იმიჯი:
⏺ ნაზი, ჰარმონიული, მსუბუქი ხაზებით. პასტელი ტონები, ბუნებრივი ტექსტურები, თბილი და ნდობის მომცემი ატმოსფერო.
დღიური ფერები:
⏺ მწვანე
⏺ თეთრი
პრაქტიკა — „მშვიდი ტალღა“
დაჯექი მშვიდად. სამი ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა. თქვი:
„მე მესმის. მე ვგრძნობ. მე ჰარმონიაში ვარ.“
წარმოიდგინე, როგორ ერთიანდება შენი ენერგია სამყაროს რბილ ნაკადთან.
დღის განწყობა:
მე ვენდობი ნაკადს
მე ვქმნი ჰარმონიას
ჩემი მგრძნობელობა — ჩემი საჩუქარია“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი ხარ“ - ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕კახა კალაძე მერაბ დვალიშვილს: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება