
7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
დაბნელების დერეფანი ენერგეტიკულად ყოველთვის განსაკუთრებით ძლიერი დროა. ადამიანები წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებს საბოლოოდ ემშვიდობებიან, თუმცა იმისათვის, რომ სასურველი მომავალი შექმნათ, სწორედ დაბნელების დერეფნის დროს უმჯობესია, ასტროლოგების სხვადასხვა რჩევა გაითვალისწინოთ:
პირველ რიგში, პატარა ფურცელზე თქვენი შიშების, ტოქსიკური კავშირების, წყენებისა და კომპლექსების შესახებ ჩამოწერეთ. შემდეგ ფურცელი დაწვით და ჰაერში მიმოფანტეთ ან წყალში ჩარეცხეთ. ითვლება, რომ ამ გზით, სამყაროს გააგებინებთ, რისგან გათავისუფლება გჭირდებათ.
დილით, ფანჯარასთან ხმამაღლა გააჟღერეთ ის, რაც გინდათ, რომ მიიღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნათლად წარმოიდგინოთ სწორედ ის, რაზედაც ოცნებობთ. ნუ გამოიყენებთ სიტყვას "მინდა", თქვით: "მზად ვარ, მივიღო“.
ეს გადატვირთვის პერიოდია. ამიტომ, საკუთარ თავს მოუსმინეთ. ახლა ინტუიცია იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. გაქვთ შანსი, არსებული შეცდომები გააანალიზოთ და სამომავლოდ ბევრად გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დღეში მინიმუმ 15 წუთი მაინც გაატაროთ სიჩუმეში და საკუთარ სურვილებზე იფიქროთ.
გახსოვდეთ, დაბნელების დერეფნის დროს ადამიანები ემოციურ არასტაბილურობას გრძნობენ. ამიტომ, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას განსაკუთრებით მოერიდეთ.
დაბნელების პერიოდში წინა პლანზე ჩვენი შიშები, კომპლექსები, ძველი პრობლემები გადმოდის. თუმცა, ახლა შეგვიძლია, მათ სრულიად განსხვავებული თვალით შევხედოთ და დაძლევაც შევძლოთ.
თუკი ურთიერთობებში რაიმე ხარვეზი არსებობს, მაგრამ აქამდე თვალის გასწორება არ გსურდათ, ახლა ამ პრობლემებს ვეღარ გაექცევით. ამიტომაც, ურთიერთობების თვალსაზრისით შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. ეს ერთგვარი გამოცდა იქნება, რომელსაც შეუძლია, ურთიერთობების როგორც დასრულება, ასევე გამრავალფეროვნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანი 22 წლის გახდებოდა - ემოციური კადრები სოცქსელიდან
⭕ალექსანდრე ზაზარაშვილის შთამბეჭდავი გარდასახვა - „ჩემი 7 წლიანი ტრანსფორმაცია“
წყარო: www.beaumonde.ge