Digest Logo

🎥 ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანი 22 წლის გახდებოდა - ემოციური კადრები სოცქსელიდან

1757664055
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ მეგი ჯა­ი­ა­ნი, ანა მა­ხა­რა­ძე და სა­ლო­მე გორ­გა­ძე.

მეგი ჯაიანი 22 წლის გახდებოდა.

დაღუპულის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში საფლავზე გადაღებულ ემოციურ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ოჯახმა ადგილზე სადღესასწაულო ტორტიც მიიტანა: 

„მე უშენობით, ვარ უბედური.. წყალში ვდგავარ და ვიწვი - ეს სიტყვები ზუსტად გადმოსცემს ჩემს მდგომარეობას, რომელიც ახლა უფრო და უფრო მძიმდება..

სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს ფიქრებში მხოლოდ შენ ხარ და მეც ჩემი გონებით და სხეულით, მხოლოდ შენთან ვარ, 
მეგიკუნა.

ჩემი შენდამი მონატრება უსასრულოა.. დღემდე და ცხოვრების ბოლომდე უსამართლობის გრძნობა არ მომასვენებს, რატომ და რისთვის? შენნაირი გულის ადამიანი, ასეთ პატარა ასაკში, არ იმსახურებდა დასასრულს დაო.. თან როგორ დასასრულს?

არის დღეები, სადაც სიჩუმეშიც კი შენი ხმა მესმის, არის დღეები როცა მგონია, რომ კარს შემოაღებ და ისევ გამიღიმებ შენებურად, მაგრამ მერე უცებ მახსენდება რეალობა, მახსენდება ისევ ისე ის საშინელი დღე, ის საშინელი რიცხვი, რომელმაც სამწუხაროდ დაგვაშორა ერთმანეთს..  

ჩემი გულიც თან წაიღე მეგი, აღარ გამაჩნია არანაირი ემოცია და არანაირი სიხარული, რამ ან ვინ უნდა შეძლოს ჩემი ამ მდგომარეობის გამოსწორება?  

ვერავინ და ვერაფერი, ვერასდროს!  დღეს ისევ ისე ძლიერად მენატრები..
მენატრება შენი ხმა, შენი ღიმილი, შენი ყოფნა ჩემს გვერდით.

ყოველდღე შენი სახელი და მოგონებები ტრიალებს ჩემს გონებაში, ჩემი ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ შენ ხარ..

ჩემს გულში ისევ ცოცხალი ხარ, ისევ ისეთი ლაღი და ბედნიერი..  

ყოველთვის მემახსოვრები, როგორც ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ნაწილი. მონატრება არ ნელდება და არც არასდროს განელდება..  

ჩემი სულიერი სიმშვიდე, მხოლოდ შენთან მომეპოვება.. ვიცი და გულით მჯერა, რომ ჩვენი ყველა საუბარი გესმის, ვიცი რომ ამ მონატრებასაც გრძნობ, ისიც ვიცი რომ შენ სადაც ხარ, იქიდანაც არ იშურებ სიყვარულს და მფარველობას ჩვენთვის..  

გულით გთხოვ, სიზმარში მაინც მოდი, გაუხარე ჩვენს დედიკუნას გული და ერთხელ მაინც ესტუმრე სიზმრად, ჩვენი ყოველი საღამო იმ იმედით და იმაზე ფიქრით მთავრდება, რომ სიზმრად მაინც მოხვალ ჩვენთან..  

არ ვიცი, როგორ უძლებს გული ამ ყველაფერს, მართლა არ ვიცი.. ვიცი რომ ამ ტკივილიან გზას დასასრული არ აქვს, არც შენ მონატრებას, რადგან ყოველ დღე და ყოველ ჯერზე თავიდან იწყება და უფრო და უფრო იზრდება..
მიყვარხარ უსასრულოდ და სამუდამოდ!  

იცოდე, ამ მტრედს, ჩემი მთელი გული თან გამოვაყოლე შენამდე!“, - წერს ნაზი ჯაიანი.  

ასევე დაგაინტერესებთ:

„იყო ადამიანი, სევდიანი ისტორიაა... მდუმარე ტბის სარკეა, სადაც ყოველი შენს სიღრმეში ნაპოვნი ფიქრი - ოქროდ იბადება“ - ქეთევან ჯანდიერი

ალექსანდრე ზაზარაშვილის შთამბეჭდავი გარდასახვა - „ჩემი 7 წლიანი ტრანსფორმაცია“

ზურა გორგაძემ ბავშვობის ოცნება აიხდინა, ტელეწამყვანმა სახლი იყიდა, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო - „ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა“