Digest Logo

„იყო ადამიანი, სევდიანი ისტორიაა... მდუმარე ტბის სარკეა, სადაც ყოველი შენს სიღრმეში ნაპოვნი ფიქრი - ოქროდ იბადება“ - ქეთევან ჯანდიერი

1757663386
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი - ეს ის ვრცელი ჩამონათვალია პროფესიებისა, რომელსაც ქეთევან ჯანდიერის ფლობს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს:

„იყო ადამიანი, სევდიანი ისტორიაა… ნახე, ცის ცრემლები ნაზად ცეკვავენ ფანჯარასთან. დღეს ჩემი სული მთვარეს დაემსგავსა – ისიც მარტოა, მაგრამ მარტოობაში აშუქებს საკუთარ დაბნელებულ სამყაროს.

სევდა – როგორც ნისლის თხელი ფარდა მთების ქვეშ: ჩუმად გეხება და გასწავლის, როგორ გადაიქცეს ტკივილი შინაგანი სინათლის გზად.

მარტოობა – მდუმარე ტბის სარკეა, სადაც ყოველი შენს სიღრმეში ნაპოვნი ფიქრი - ოქროდ იბადება.

და მე – როგორც წვიმის ნაზმა წვეთებმა ფანჯარას მიაშურა, ზუსტად ასე მივედი ჩემს სევდასთან სტუმრად, შევეხე თითოეულ წვეთს და გავხდი მისი ნაწილი: ნაზი, სუსხიანი, ამასთან სიცოცხლით სავსე.

გასხივოსნება – როგორც მზის სხივი ნისლის მიღმა, ჩნდება იქ, სადაც წვიმა გულს - სველი შუშასავით ეხება და ოქროს ნოტებით აყვავილებს სულში ბილიკებს.

ნახე რა ამინდია? წამით შეჩერდი, ჩაისუნთქე, შეიგრძენი, როგორ იქმნება ბუნებისა და შენი სევდა, მარტოობა და შინაგანი სინათლე ერთდროულად სინქრონში და წერს – „ადამიანად ყოფნის სევდის” უკვდავ, ნაზ მელოდიას..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ალექსანდრე ზაზარაშვილის შთამბეჭდავი გარდასახვა - „ჩემი 7 წლიანი ტრანსფორმაცია“

ზურა გორგაძემ ბავშვობის ოცნება აიხდინა, ტელეწამყვანმა სახლი იყიდა, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო - „ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა“

„ფონდის სულის ჩამდგმელი, 700-ზე მეტი შვილის დედა, 1000-ზე მეტი მშობლის მანუგეშებელი“ - ბერი ანდრიას დედა თინათინი იუბილარია