Digest Logo

რა უნდა გავაკეთოთ და რაზე ვთქვათ უარი ახალმთვარეობაზე - „20 ნოემბერს ახალი მთვარე ძლიერი ტრანსფორმაციის პორტალს ხსნის“

1763648007
ახალმთვარეობა

20 ნოემბერს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, 28-ე გრადუსზე თბილისის დროით 10:47 საათზე გვქონდა.

4 პლანეტა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ახალმთვარეობა 2025 წლის ბოლოსთვის. ეს ინარჩუნებს მორიელის ექსტრემალურ ენერგეტიკას და მოაქვს მოულოდნელობებით სავსე პერიოდი.

ეს პერიოდი დატვირთულია ღრმა ტრანსფორმაციებით, გარდაქმნით, მოულოდნელობით და ასევე დატვირთულია კარმული თემებით, რომელიც მოქმედებს როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„20 ნოემბერს ახალი მთვარე ძლიერი ტრანსფორმაციის პორტალს ხსნის.

ეს მხოლოდ მთვარის ფაზის ცვლილება არ არის - ეს არის შანსი გულახდილი საუბარი გამართოთ საკუთარ თავთან და გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც თქვენს ძალას აღარ ემსახურება.

მორიელის ენერგიას ზედაპირზე ამოაქვს ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ გროვდებოდა: ჭეშმარიტი სურვილები, შიშები და მოტივები.

იმისათვის, რომ ახალი შემოუშვათ, გაბედულად უნდა გაუშვათ ძველი.

რა დაგეხმარებათ ამ დღეებში (19-21 ნოემბერი) 

დაასრულეთ. გულწრფელად შეხედეთ, რომელმა სიტუაციებმა, კავშირებმა, ან ჩვევებმა ამოწურეს თვის თავი.

იგრძენით. ნუ ჩაახშობთ ემოციებს. აწარმოვეთ დღიური, დაკავდით მედიტაციით, მიაყურადეთ საკუთარ ინტუიციას.

გაიწმინდეთ. მოიწყვეთ დეტოქსი სხეულისთვის (წყალი, საკვები) და სივრცისთვის (წესრიგი სახლში).

დაიცავით. გააძლიერეთ თქვენი პირადი საზღვრები და თქვით „დიახ“ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენს სულს ეხმიანება.

განზრახვა და არა სურვილი.

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე ჩამოაყალიბეთ მკაფიო განზრახვები მომავალი ციკლისთვის.

რაზე ვთქვათ უარი:

ემოციების ჩახშობა და იმის მოჩვენება, რომ „ყველაფერი კარგადაა“. მობღაუჭება იმაზე, რაც უკან გექაჩებათ და ხელს გიშლით.

ეჭვიანობა, ყველაფრის კონტროლის სურვილი და დრამის მოწყობა.

მკვეთრი, ემოციურ ფონზე მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

გეგმისა და ენერგიის გარეშე ახალ პროექტებში ჩართვა.

გამოიყენეთ ეს ჯადოსნური ენერგია ღრმა განახლებისთვის. თქვენი შინაგანი ძალა აღიარებას ელოდება  

უთხარით საკუთარ თავს - „მე მარტივად და კომფორტულად ვთავისუფლდები ყველაფრისგან, რაც წარსულში მაკავებს!“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზრდის დიაბეტის, ინსულტის და სხვა ქრონიკული პრობლემების რისკს, მაშინაც კი, თუ გარედან შენი წონა ნორმალურად ჩანს“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

🎥 როგორია სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე? - სპეციალისტის განმარტება

⭕ „გაუგზავნეთ ყველას სიყვარული...“ - 20 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით