Digest Logo

🎥 რა ვაჩუქოთ წყვილს ქორწილში? - „როდესაც რძალს ელოდებიან, კარგია თუ მას ბროწეულით დახვდებიან, ეს ნაყოფიერების სიმბოლოა“

1726666740
თიკა ქოქაშვილი

ფენ-შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა და ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ამ უძველესი ხელოვნების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. იგი გახლავთ ასევე ეზოტერიკული მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის კოსმოსთან დაახლოების გზებსა და მეთოდებს.

ფენშუის ცოდნა ეხმარება ადამიანს დაამყაროს შინაგანი წონასწორობა და მოვიდეს ბუნებასთან ჰარმონიაში. ეს არის ცოდნა მიწისა და ცის ენერგიების მოზიდვისა ადამიანის სასარგებლოდ.

ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც საქორწილო საჩუქრებზე ისაუბრა და ჩამოთვალა ის ნივთები, რისი ჩუქებაც კატეგორიულად არ შეიძლება.

„ბევრი რამეა ისეთი, რისი ჩუქებითაც შეგვიძლია ვუსურვოთ სიკეთე.

როდესაც გოგო თხოვდება, დედას შეუძლია ბედნიერებისა და იღბლიანობისთვის ლოტუსები აჩუქოს, ასევე წყვილად გამოსახული ფრინველები, დეკორატიული იქნება თუ ნახატის სახით. შეუძლია სახლიდან გაატანოს ბედნიერების სიმბოლო.

ხოლო სახლში როდესაც რძალს ელოდებიან, კარგია თუ მას ბროწეულით დახვდებიან, ეს ნაყოფიერების სიმბოლოა. 

როდესაც წყვილს ვჩუქნით ჭურჭელს, სიმბოლურად მასში ტკბილეული უნდა ჩაულაგოთ.

არ შეიძლება იარაღების ჩუქება, დანა-ჩანგალი.

დემონსტრაციულად არ უნდა ვაჩუქოთ, თუ გულით ვჩუქნით… ქორწილში თეფშის გატეხით ენერგია სუფთავდება…“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“ - ლელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

🎥 როგორ ვითარდება და რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ჩვენს ცხოვრებაზე? - ანდრო დგებუაძე გვასწავლის მეთოდებს, რაც მისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება

🎥 „აი, ეს არის ნამდვილი ნიჭის ზეიმი და მადლიერი მსმენელი“ - როგორ აფასებენ ანრი ჯოხაძის კონცერტს, რომელიც ბათუმში გაიმართა