18 იანვრის ახალმთვარეობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight, რომელიც ამ დღის ენერგიებსა და ტენდენციებზე წერს:
ამავე ინფორმაციის თანახმად, 18 იანვარს 2026 წლის პირველი ახალმთვარეობაა. ეს ახალმთვარეობა ახალი დასაწყისების, განახლების და შინაგანი გადაწყვეტილებების დროა. ენერგია ხელს უწყობს ძველი ეტაპების დახურვას და ახალი მიზნების ჩაფიქრებას. განსაკუთრებით ძლიერია სურვილები, რომლებიც ეხება საკუთარ თავს, პირად განვითარებას, ემოციურ სიმშვიდეს და მომავალ გეგმებს.
„ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი პოსტი შეეხება 2026 წლის პირველ ახალ მთვარეს, რომელიც დადგება 18 იანვარს - 23: 53 სთ-ზე (თბილისის დროით), თხის რქის 29-ე გრადუსზე.
მისი მნიშვნელობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ შეუძლია ჩვენი ცხოვრება გაყოს „წინა ცხოვრებად და ახალ ცხოვრებად“.
ამ ახალი მთვარის ერთ-ერთი თავისებურება არის პლანეტების სტელიუმი ( ექვსი პლანეტის დაჯგუფება) მთვარის წერტილში, რაც წარმოქმნის უზარმაზარი ენერგიის ნაკადს. გარდა ამისა, ეს სტელიუმი ააქტიურებს სფინქსის უმაღლეს ზოდიაქოს.
ეს ზონა აღიქმება, როგორც კარიბჭე ეპოქებს შორის - მატერიალური წესრიგიდან სულიერი თავისუფლებისკენ გადასვლის წერტილი.
თხის რქა წარმოადგენს სტრუქტურას, კანონს, პასუხისმგებლობას და კარმულ მეხსიერებას. მერწყული კი მომავლის იმპულსია, კოლექტიური ცნობიერება და ადამიანის გათავისუფლება ძველი ფორმებისგან. სფინქსი ამ ორ ძალას შორის დგას, როგორც მცველი და გამომცდელი.
როდესაც ამ საზღვარზე პლანეტარული სტელიუმი იკრიბება, იღვიძებს გარდატეხის ენერგია. მოვლენები იწყებს დაჩქარებას და ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება ისეთი სიტუაციები, რომლებიც ძველ საყრდენებს არყევს. ეს არ არის უბრალოდ ცვლილება, არამედ ხარისხობრივი გადასვლაა ერთი რეალობიდან მეორეში. ხშირად ინგრევა ის, რასაც ადამიანი საყრდენად მიიჩნევდა: კარიერა, ურთიერთობები, ცხოვრების წესი.
ასეთი სტელიუმი ხშირად მიგვანიშნებს კოლექტიური პროცესების გააქტიურებაზე, როგორიცაა: ძველი სისტემების დაშლა, ახალი სოციალური იდეოლოგიის დაბადება, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების ახალი ფორმების ძიება.
პირად ცხოვრებაში ეს დრო გვაძლევს შესაძლებლობას, ადამიანი გამოვიდეს წინაპართა სცენარებიდან და საკუთარი ახალი გზა აირჩიოს.
ეს ახალი მთვარე არ არის უბრალოდ მთვარის ერთ-ერთი ფაზა, ეს არის მთელი წლის ენერგეტიკულ ნაკადში შესვლის წერტილი.
თხის რქა არის მიზნების, სტატუსის, დროის, შედეგის, სტრუქტურის, ძალაუფლების, კარიერის და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევების ნიშანი.
ახალი მთვარე თხის რქაში მიგვანიშნებს, რომ დგება დრო, შევიმუშაოთ სტრატეგია და დავგეგმოთ ჩვენი გრძელვადიანი მიზნები და პროგრამები.
ახალი მთვარე თხის რქაში - ეს არის კონკრეტული გზა და ნაბიჯები. თითქოს საძირკველს ვუყრით, რასაც ავაშენებთ ამ წელს, სადაც მივმართავთ ჩვენს ძალებს, რის გამოც შევძლებთ ბრძოლას, მოთმინებას, არ დანებებას და წინსვლას.
თხის რქის ენერგია არ არის სწრაფი, თუმცა ძლიერია. ეს არის დროში გაწერილი, ბრძნული გადაწყვეტილება და არჩევანი, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში.
ამიტომ სურვილები, განზრახვები და გადაწყვეტილებები უნდა იყოს კარგად გააზრებული და არა ზედაპირული.
როგორც ვიცით პიკის დადგომიდან იწყება მთვარის თვის პირველი დღე, რომელსაც ჯადოსნურ დღეს უწოდებენ, რადგან, სწორედ ამ დროს ვახდენთ ჩვენი სურვილების და განზრახვების ფორმირებას მომდევნო მთვარის თვისთვის. ამ ახალი მთვარის პირველ დღეს კი უკეთესია, თუ მოვახდენთ მთელი წლის განზრახვების და გეგმების ფორმირებას, რადგან სწორედ ეს ახალი მთვარე გვანიჭებს ძლიერ საყრდენს, ძალას და შედეგს.
თხის რქის 29-ე გრადუსის სიმბოლოა მიწათმოქმედი - ადამიანი, რომელიც ამუშავებს მიწას, არ ეზარება, არ ელოდება სწრაფ ნაყოფს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ყველაფერი, რაც დათესილია შრომითა და სიბრძნით, აუცილებლად მოგვცემს შედეგს.
ამ ახალი მთვარის დევიზია: მე შემიძლია და ვიღებ სასურველ შედეგს!
მთავარია ძალისხმევა, პასუხისმგებლობა, არ დავიზაროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ დასახულ მიზანს.
მზესთან და მთვარესთან ერთად თხის რქის და მერწყულის საზღვარზე იკრიბებიან პერსონალური პლანეტები: მერკური, ვენერა, მარსი, რომელთაც გავლენა აქვთ ინდივიდუალურ დონეზე და უმაღლესი, ყველაზე ძლიერი და ტრანსფორმაციული პლანეტა - პლუტონი.
კერძოდ - მზე, მთვარე, მერკური და მარსი - თხის რქაში, ხოლო ვენერა და პლუტონი მერწყულში.
ეს ნიშნავს, რომ ამ ახალ მთვარესთან ერთად თითოეულ ჩვენგანში აქტიურდება სფინქსის მისტერია. რას ნიშნავს ეს?
შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ხანია სფინქსის უმაღლეს ზოდიაქოს არ ჰქონია ასეთი ძალა.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, სფინქსი არის არსება ლომის სხეულით, ფრინველის ფრთებითა და ადამიანის სახით. სფინქსი - ეს არის საზღვრის მცველი. ის დგას სამყაროებს შორის, წარსულსა და მომავალს, განპირობებულსა და უმაღლეს ცნობიერებას შორის.
ჩვენ ყველანი ვდგებით პირადი ცნობიერების საზღვარზე, სადაც მოგვეთხოვება სიმართლე და სიბრძნე, რათა გულწრფელად ვუპასუხოთ კითხვას: ნამდვილად ვაცნობიერებ თუ არა რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ?
ამ ახალი მთვარის ენერგიებში სფინქსის მისტერია ასე მუშაობს: შეიძლება დაინგრეს ილუზიები, დავდგეთ იმ სიმართლის წინაშე, რომელსაც ადრე თავს ვარიდებდით, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.
მაგ. უცებ მივხვდეთ, რომ რაც აქამდე ვაშენეთ, მხოლოდ სიცარიელე იყო, ქვიშის სასახლე მხოლოდ და მხოლოდ.
სწორედ ამიტომ ეს ახალი მთვარე იქნება გამოცდა ბევრი ჩვენგანისთვის: რამდენად კარგად ავითვისეთ გაკვეთილები და რამდენად მზად ვართ, მიღებული გამოცდილებით და სიბრძნით გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე?
სფინქსი არ გადაგვიყვანს მერწყულში - თავისუფლების, მომავლის, ახალ სივრცეში, თუ ადამიანი რჩება მსხვერპლის, თვითმოტყუების პოზიციაში. ის უშვებს მათ, ვინც მზადაა თავს უთხრას სიმართლე - მაშინაც კი, თუ ეს უსიამოვნოა, ის მოითხოვს ძველი როლების, შიშების თუ მიჯაჭვულობების გაშვებას, მათგან გათავისუფლებას.
სწორედ ამ ახალი მთვარის პერიოდში, 3 დღით ადრე და შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ისეთი მოვლენები, რომელიც საწყის წერტილად იქცევა ჩვენი პროგრესული მომავლისთვის.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ბისექსტილის კონფიგურაციას, რომელიც შედგება ურანის, პლუტონის და სატურნი/ნეპტუნის შეერთებისგან. ეს კონფიგურაცია მთელი 2025-ის მანძილზე იყო აქტიური, მიგვანიშნებდა გლობალური ცვლილებების, დასრულებების, გაწმენდის ეპოქაზე. ახალი მთვარის წერტილის ჩართვა ამ კონფიგურაციაში თითქოს იწვევს ერთგვარ შეჯამებას.
ეს ნიშნავს, რომ რაღაც საბოლოოდ მიდის. იხურება დიდი ციკლები, და მათ ადგილზე იწყება ახალი პროგრამების, ახალი მიმართულებების, ჩვენი თავის ახალი ვერსიების ფორმირება. აი რატომ არის ეს ახალი მთვარე ნამდვილი ენერგეტიკული ნახტომი, რომელიც შეიძლება გახდეს ეპოქების წყალგამყოფი.
სტელიუმში მონაწილეობს მარსი და პლუტონი. ეს უზარმაზარი ენერგეტიკული ძალაა - ტრანსფორმაცია.
ამიტომ ამ ახალი მთვარის პერიოდში უმნიშვნელოვანესია მაქსიმალური გონიერება: ცნობიერად ვმართოთ ჩვენი აზრები, ემოციები, რეაქციები, არ წავიდეთ პროვოკაციებზე, შორს ვიყოთ აგრესიისგან, ტოქსიკური ადამიანებისგან, სარისკო ადგილებისგან და იმპულსური გადაწყვეტილებებისგან.
პირად დონეზე, მიმდინარეობს გარკვეული დოზით გაწმენდა, განსაკუთრებით ღირებულებების, ფულის, ურთიერთობების, მიჯაჭვულობების კუთხით.
მარსისა და პლუტონის მონაწილეობა ახალი მთვარის წერტილში ააქტიურებს ტრავმატულობის რისკს.
განსაკუთრებით დაუცველი იქნება თავი, სახე, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა.
თუმცა ეს ძლიერი ენერგია შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც, რადგან ეს იქნება იდეალური დრო, რათა გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დამოკიდებულებებისგან, დამანგრეველი აზრებისგან, წარსულის ტრავმებისგან. თუ ამას ცნობიერად გავაკეთებთ მარსი და პლუტონი აქტიურად დაგვიჭერს მხარს.
ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის ნაკადის უეცარ შემოდინებას თქვენს ცხოვრებაში - აზრებს, განცხადებებს, თუნდაც ახალ გაცნობიერებებს, რადგან ეს იქნება ინფორმაცია, სადაც შესაძლოა იმალებოდეს სამომავლო წინსვლის გასაღები.
მსოფლიო არენაზე შესაძლებელია განვითარდეს ძალიან კაშკაშა, მასშტაბური მოვლენები ყველაზე გავლენიანი ფიგურების მონაწილეობით, რადგან ეს არის გარდამტეხი დრო არა მხოლოდ ჩვენთვის პირადად, არამედ გლობალური მასშტაბით.
სასიამოვნოა ის, რომ ამ ახალი მთვარის მომენტში ვენერა უერთდება კეთილშობილ ვარსკვლავს - ალბირეო (Albireo). ის ატარებს ჭეშმარიტი სიყვარულის, ნაყოფიერების, შემოქმედების ენერგიას და რაც განსაკუთრებით ღირებულია ახლა - მშვიდობის ენერგიას.
კიდევ ხაზი მინდა გავუსვა ერთ, არც ისე ხშირ მოვლენას - ეს ახალი მთვარე ხდება მთვარის თვის 30-ე დღეს, რაც ყოველთვიურად არ ხდება. (ხშირად მთვარის 1 დღე 29-ე დღის შემდეგ დგება)
30-ე მთვარის დღე ატარებს სიყვარულის, პატიების, დიდი შინაგანი ციკლების დასრულების ენერგიას. ეს არის დღე, როცა თითქოს წონასწორობაშია სიკეთე და ბოროტება, როცა შეიძლება გავუშვათ ყველაფერი ზედმეტი, არაგულწრფელი, ცრუ და მოძველებული.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ახალი მთვარის, როგორც ძლიერი ზრდის წერტილის ენერგიას.
თხის რქის ნიშანი უკავშირდება ჩვენს კარიერას, სოციალურ სტატუსს, თვითრეალიზაციასა და ცხოვრების მთავარ მიზანს.
შეგიძლიათ განზრახვა ჩამოაყალიბოთ ასე: „მე ვიკავებ ღირსეულ ადგილს ჩემს სფეროში და ვიღებ დამსახურებულ დაფასებას ჩემი შრომისთვის“, ან „მე ვქმნი მდგრად და მზარდ შემოსავალს, რომელიც ეფუძნება ჩემს უნარებსა და პროფესიონალიზმს“, ასევე „ჩემი საქმე მმატებს პატივისცემას, სტაბილურობას და ცხოვრების აზრის განცდას“.
თხის რქა დაკავშირებულია ხასიათის სიმტკიცესთან, დისციპლინასა და პასუხისმგებლობის უნართან. ამიტომ უმჯობესია სურვილები და განზრახვები გამოვხატოთ აქტიური და შემოქმედებითი სიტყვებით: ვქმნი, ვაშენებ, ვხდები, ვანაწილებ.
მაგალითად: „მე გონივრულად ვანაწილებ ჩემს დროსა და ენერგიას“.
„მე ვქმნი ძლიერ და სტაბილურ ფინანსურ სისტემას“.
„მე ვხდები მოწესრიგებული და სანდო ადამიანი საკუთარი თავისთვის და ჩემი გარემოცვისთვის“.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, თუ მიზანს ბოლოს დაამატებთ ფრაზას: „მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ამ განზრახვის რეალიზაციისთვის“, თხის რქის ენერგია თქვენს ჩანაფიქრს განსაკუთრებული მხარდაჭერით უპასუხებს. (წყარო: „ეზოთერული პრაქტიკები“)
გახსოვდეთ, ეს ახალი მთვარე რეალური, მყარი შედეგების დროა, სადაც მზად ხართ ჩადოთ თქვენი ძალა, დრო და მოთმინება. სწორედ ასეთი შედეგები იქცევა მომავალში თქვენს საიმედო და ძლიერ საყრდენად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქოლესტერინს არ ზრდის კარაქი და კვერცხი...“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები
⭕„არ არის რეკომენდებული მოგზაურობა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕მზექალა შანიძეს 100 წელი შეუსრულდა - უდიდესი ქართველი ენათმეცნიერი იუბილარია