Digest Logo

„რას გააკეთებდი, რომ არ არსებობდეს შიში და ყურადღებას არ აქცევდე სხვების აზრებს? - ამ ეტაპზე ჯობია პირადი ბედნიერება ვაქციოთ პრიორიტეტად“ - დავით ნიბლაძის პროგნოზი

1692168859
ახალი მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანში

დღეს, 16 აგვისტოს ლომის ზოდიაქოს ნიშანში ახალმთვარეობაა. ასტროლოგი დავით ნიბლაძე იმ ტენდენციების შესახებ წერს რასაც უახლოეს ერთ თვეში უნდა ველოდოთ.

„ოპტიმიზმის ნაპერწკალი ხომ არ შემოგაკლდა?

16 აგვისტოს ახალი მთვარეა ლომში ახალი მთვარე სიახლეების, ინიციატივების, ახალი ერთთვიანი ციკლის დასაწყისია. როდესაც ახალი მთვარე თავად მზის ნიშანშია, ყველა ერთად ვიღებთ ოპტიმიზმის ახალ დოზას. ლომი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრების ცენტრში თავად ჩვენ ვართ, გადაწყვეტილებებსაც ჩვენ უნდა ვიღებდეთ, არჩევანსაც ჩვენ ვაკეთებდეთ და ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, სადაც საკუთარ თავს, ნიჭსა და უნარებს შეზღუდვების გარეშე გამოვხატავთ. ლომში ახალი მთვარის მესიჯი ისაა, რომ გამოვიჩინოთ მეტი გამბედაობა, მოვუსმინოთ გულს და ვაკეთოთ ის, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას მოგვანიჭებს.

რას გააკეთებდი, რომ არ არსებობდეს შიში და ყურადღებას არ აქცევდე სხვების აზრებს? რა განიჭებს სიხარულს?

მოძებნე შენი ძლიერი მხარეები, შენი უნიკალურობა და გაბედე, იყო შენი რეალური მე.

მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მხრიდან გვკარნახობენ ვინ ვართ, რას უნდა ვაკეთებდეთ, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რას ვამბობდეთ და რას არა, დამეთანხმები, რთულია, საკუთარი თავი და მიზნები არ დაკარგო.
ახალი მთვარე კვარდარტს ქმნის ურანთან კუროში და შეერთებაშია რეტროგრადულ ვენერასთან და ლილიტთან. ეს არის ბრწყინვალე დრო გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას, გავაკეთოთ შეფასებები და დავსვათ საჭირო შეკითხვები. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ის არ გაქვს, რაც გჭირდება, ეცადე, იმპულსურობასა და მოუთმენლობას არ აჰყვე.

ახალი მთვარის დროს არცერთი პლანეტა არ გვაქვს ჰაერის ნიშანში, ამიტომ შედარებით მეტი მონდომება დაგვჭირდება მშვიდი, გაგრილებული გონების შენარჩუნებისთვის. ცოტა ხანს გაეცალე ყოველდღიურ ხმაურს, დაუკვირდი საიდან მოდიხარ, ახლა სად ხარ და ჰკითხე შენს თავს, თუ არაფერს შეცვლი და ასე გააგრძელებ, მიიღებ იმას, რაზედაც ოცნებობ? ეცადე, უფრო ახლოს გაიცნო საკუთარი თავი და გადააფასო ის ყველაფერი, რაც აღარ ემსახურება შენს უკეთეს ცხოვრებას.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს - შესაძლოა, აქტუალური გახდეს ის მიუღწეველი, ვერ ასრულებული სურვილები, რომელიც ყოფილ შეყვარებულებთან თუ ყოფილ პარტნიორებთან გვაკავშირებდა. ამ ეტაპზე ჯობია უბრალოდ ჩვენი საჭიროებები და პირადი ბედნიერება ვაქციოთ პრიორიტეტად და "იქნებ კიდევ იყოს შანსი" პოზიცია გვერდით გადავდოთ.

და ბოლოს, ნუ იქნები მხოლოდ მომავალი ბედნიერების იმედად. მოძებნე მიზეზები, რატომ ხარ ბედნიერი და მადლიერი დღეს, მოდუნდი, იმხიარულე, გაეცი სითბო და პოზიტივი, დატკბი ყოველი წუთით

ხალისიან ზაფხულის ბოლო დღეებს გისურვებთ!“ - წერს დავით ნიბლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები ახალმთვარეობისთვის

🔵„დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე ენერგიების დღე - ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ“ - მიხეილ ცაგარელი3 წუთის წინ