
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი წერს, რომ ყველა ციფრს თავისი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ავტომობილის ნომერსაც:
„რას გიამბობთ თქვენი მანქანის ნომერი.
ყოველ ციფრს აქვს თავისი მნიშვნელობა — მათ შორის, თქვენი მანქანის ნომერსაც!
როგორ ვითვლით:
1. ავიღოთ ნომერში არსებული ყველა ციფრი.
2. დავუმატოთ რეგიონის კოდი.
3. შევკრიბოთ, სანამ ერთ ციფრამდე მივალთ.
4. ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ციფრი — და გავიგებთ მანქანის ენერგიასა და „ბედს“.
შემდეგ იწყება მაგია:
ამ ციფრს ვუმატებთ თქვენს პირად ენერგიას (დაბადების თარიღის რიცხვს) — ასე ვიგებთ, კონკრეტულად თქვენ რას მოგიტანთ ეს მანქანა.
გინდათ გაიგოთ, როგორ იმოქმედებს ის მგზავრზე? — შევკრიბოთ თქვენს ენერგიასთანაც.
ეს მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ტელეფონის ნომერთან, სახლის ან პასპორტის ნომერთან — ციფრები ატარებენ ენერგეტიკას და ზეგავლენას ახდენენ მოვლენებზე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ როინიშვილი შვილების ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ძალიან საყვარლები ხართ“
⭕„საოცრად ლამაზი წყვილი ხართ“ - ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ახალი ფოტოები თურქეთიდან