Digest Logo

🎥 რას გვპირდებიან ვარსკვლავები ზაფხულში - როგორია აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1720703042
 ანი ანთაძე

„მზე კირჩხიბის ნიშანში იმყოფება, შესაბამისად ეს პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ ოჯახისთვის, განსაკუთრებით თუ დიდი ხნის უნახავი ნათესავები გყავთ, არ გინახავთ თქვენი მიწა-წყალი, გამოიყენეთ ეს პერიოდი ამ ყველაფრისთვის.

5 აგვისტომდე პერიოდი კარგია რემონტისთვის, განახლებისთვის, ძველი ნივთების გადაყრისთვის. მოიწყვეთ კომფორტი, შეიქმენით სიმყუდროვე.

სიამოვნების, სიყვარულის პლანეტა ვენერა უკვე ლომის ზოდიაქოში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანტიკული შეხვედრებისთვის, მხიარულებისთვის, წვეულებისთვის, საკუთარი თავის განებივრებისთვის ძალიან კარგი პერიოდია.

შემდეგი ფაზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის 21 ივლისი, სავსემთვარეობა თხის რქაში. პირდაპირ მიბმულია კარიერასთან და შესაბამისად ცვლილებები თუ გსურთ კარიერის თვალსაზრისით, მაშინ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ“, - ამის შესახებ ასტრობლოგერმა ანი ანთაძემ, იგივე ლუნამ გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა.