საქართველოს ნაკრების წარმატებულ წევრს გიორგი გველესიანს მეუღლესთან, ლინდა კიკოლაშვილთან ერთად ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა უმასპინძლა, ამის შესახებ მისი ფეისბუკგვერდიდან ხდება ცნობილი.
ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი გველესიანს ის ემოციები გაუზიარა, რაც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებამ გამოიწვია.
„მალე იხილავთ გადაცემას ნონა გაფრინდაშვილის Youtube არხზე“, – ნათქვამია ნონა გაფრინდაშვილის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი კვარიათში ისვენებენ
⭕ ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდის პროგნოზი