Digest Logo

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სხვებისგან?

1713898746
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ის, რაც გარეგნულად არ ჩანს:

ვერძი

შინაგანი ყოყმანი - ერთი შეხედვით თავდაჯერებული და ენერგიული ვერძი შინაგანი გაურკვევლობითა და შფოთვით იტანჯება. გარეგნულად მათი ბობოქარი ხასიათი და პრინციპულობა ხშირად შინაგანი ეჭვების კომპენსაციის საშუალებაა.

კურო

პრინციპულობა - კურო შეიძლება გარეგნულად მშვიდი და მელანქოლიურია, მაგრამ შინაგანად ისეთ სულიერ სიმტკიცეს და პრინციპულობას ავლენს, რომელიც გარკვეულ გარემოებებში გასაკვირია.

ტყუპები

ჭეშმარიტი ემოციები - მხიარული და უდარდელი ადამიანის ნიღბის მიღმა ტყუპები თავიანთ ჭეშმარიტ ემოციებს და ადამიანებისა თუ მოვლემების მიმართ რეალურ დამოკიდებულებას მალავენ.

კირჩხიბი

გულჩვილობა - გარეგნულად გულგრილი და მიუწვდომელი კირჩხიბები ხშირად მალავენ თავიანთ კეთილ გულს ადამიანებისგან, რათა ემოციური მანიპულატორის მსხვერპლი არ გახდეს.

ლომი

თვითკრიტიკა - ისინი გარეგნულად თავდაჯერებულები არიან, მაგრამ ამის მიღმა ლომი ხშირად შინაგან ეჭვებს მალავს და, ასევე, არასდროს ამხელს თავის გეგმებს.

ქალწული

ამბიციები - ქალწულები ყოველთვის იდეალურობისკენ ისწრაფვიან და ამას სხვებისგან საგულდაგულოდ მალავენ, რადგან ერიდებიან განსჯასა და კრიტიკას.

სასწორი

ეჭვები - სასწორს, რომელიც სამყაროში ჰარმონიასა და წონასწორობას ეძებს, ხელს ეჭვიანობა უშლის, რომელიც ფაქტობრივად, ანადგურებს.

მორიელი

მგრძნობიარობა - მორიელების გარეგანი ცინიზმის მიღმა ხშირად ღრმა გრძნობები და ემოციები იმალება, რომლებიც სხვებისთვის დაფარულია.

მშვილდოსანი

სერიოზულობა - მშვილდოსნები, იუმორისა და ხუმრობების მიღმა, ძალიან ღრმად აზროვნებენ და, ფაქტობრივად, ყოველთვის შეუცდომელ პროგნოზს აკეთებენ, სად, რა და რატომ მოხდება.

თხის რქა

აღიარების სურვილი - თავშეკავების ნიღბის მიღმა თხის რქები ხშირად მალავენ, რომ სურთ, მათი მიღწევები გარშემომყოფებმა აღიარონ და ამაზე ილაპარაკონ.

მერწყული

გულგრილობა ადამიანების მიმართ - ისინი აფასებენ მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს შორის ურთიერთობას, მაგრამ ამით სოციალურ რიტუალს ასრულებენ. ყველაზე მეტად მერწყულს ორი რამ უყვარს – ახალი ცოდნის შეძენა და მოგზაურობა.

თევზები

ძლიერი ნებისყოფა - მათი მეოცნებე ბუნების მიღმა წარმოუდგენელი სიმტკიცე და ნებისყოფა იმალება, რასაც ყველა ვერ ამჩნევს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ამოვიცნოთ ბულინგი პატარა ასაკშივე და როგორ გავუწიოთ მას წინაღმდეგობა?

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მაისში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი

წყარო: funtime.ge