Digest Logo

როგორ აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს 1915 წელს საბურთალოელები – ფოტოამბავი

1714812198
საბურთალოელები

ძველი საბურთალოს მცხოვრებლები აღდგომის დღესასწაულს ასე აღნიშნავენ. ფოტო გადაღებულია ყოფილ საყდრის ქუჩაზე, დღევანდელი შარტავა, 1915 წელს. როგორც ამბიდან ირკვევა საბურთალო მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული თბილისს.

ამ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში, ჯგუფ ფოტო ამბებში მარგარეტ ბოჭორიშვილი ავრცელებს. როგორც ის წერს, აღნიშნული ფოტო მალხაზ უთმელიძის ფოტოებიდანაა, ეროვნული ფოტომატიანე.

,,ძველი საბურთალოს მცხოვრებლები აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს.1915 წელი.ფოტო გადაღებულია ყოფილ საყდრის ქუჩაზე (დღევანდელი შარტავას ქუჩა) მალხაზ უთმელიძის ფოტოებიდან.ეროვნული ფოტომატიანე” – წერს მარგარეტ ბოჭორიშვილი.

ფოტოს კომენტარებში უფრო ვრცელ ისტორიას წერს გიორგი პაიჭაძე:

,,ეს სურათი გადაღებულია 1915 წელს აღდგომა დღეს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
-ს ეზოში. ეს იყო პირველი და ერთადერთი ტაძარი იმ პერიოდის საბურთალოზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული თბილისს. ცენტრში ამ ტაძრის პირველი წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჩიქოვანი, დიაკონი ასათიანი, ხიზანიშილი, მედუქნე ტიმოთე, ძმები უთმელიძეები, ძმები მამულაშვილები, ბუკია, იუნკერი და სხვა იქვე მცხოვრები საბურთალოელები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კაცმა 10 მილიონად სამშობლო არ გაყიდა, მეტი რაღა ქნას ამ კაცმა... შეეშვით ზეწოლას სპორტსმენებზე“ - სოცქსელში ლაშა ტალახაძის მხარდასაჭერი პოსტები გავრცელდა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამ მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს, მეუღლეს“

„ვტირი ყველგან, სადაც შეიძლება და იქაც, სადაც უხერხულია ტირილი, მაგრამ რა ვქნა, არ მრცხვენია, ასეთი ვარ მე“ - რას წერს შოთო სიხარულიძე