Digest Logo

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ლომში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

1786452769
ლომი ახალმთავრეობა

12 აგვისტოს გველოდება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ლომში, 21-ე გრადუსზე. ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე და მზის დაბნელება 21:47-ზე. 

მზის დაბნელება ჩვენგან არ გამოჩნდება. ამ დღეს დაღმავალი აღმავალი კვანძები (მათ კარმულ კვანძებსაც ეძახიან) ლომი-მერწყულის ღერძზე განლაგდებიან და მომდევნო 18 თვის განმავლობაში დაბნელებებიც ამ ნიშნებში მოხდება. ასეთი დაბნელება უკვე იყო 2008 წლის პირველ აგვისტოს, გაიხსნეთ რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, სამყაროში. თუმცა, იგივე არ მოხდება, ახლა სხვა დროა, სხვა განვითარება და ცხოვრების სხვა სიუჟეტი. ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 28 აგვისტოს დაიხურება (პლუს/მინუს რამდენიმე დღე მაინც ექნება გავლენა). მსგავსი დაბნელება მომავალშიც გვექნება 2044 წლის 23 აგვისტოს.

ლომი, სადაც გველოდება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება არის მსოფლიო ლიდერების, მეფეების, გავლენიანი, ძალაუფლების მქონე ადამიანების ნიშანი; ვისი ხმაც ყველაზე გავლენიანი მსოფლიოში. შეიძლება ზოგიერთი პერსონაჟი ახალ თანამდებობაზე ვიხილოთ, ზოგიერთმა შეიცვალოს ცხოვრება. შეიძლება ზოგიერთს გვირგვინი ჩამოუვარდეს თავიდან. ყოველ შემთხვევაში, წარსულის გამო პასუხის გაცემა და წარსულის საქმეების მოგვარება აქტიურად იქნება.

რადგან მზის დაბნელება ხდება ლომის ზოდიაქოში, არ გამოვრიცხავ, რომ სამეფო და პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს ის ქვეყნებში, რომლებსაც ლომის ზოდიაქოსთან აკავშირებენ: ესენია ესპანეთი, ირანი, მექსიკა და ზოგიერთი ქართველი ასტროლოგი ამბობს, რომ საქართველოც ლომის ნიშნით იმართება.

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენთან სიმშვიდე იქნება.

თუმცა, ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას მხოლოდ მსოფლიო ლიდერებზე არ ექნება გავლენა. ჩვენ მოგვიწოდებს, რომ შევიცვალოთ ცხოვრების სტილი, პროფესია. მეტად გამოვავლინოთ ინდივიდუალურობა. ის სიტუაციები, რაც დაბნელებაზე (დაბნელებების დერეფანში) მოხდება, დაგანახვებთ, სად არ აფასებთ საკუთარ თავს. ეს ორკვირიანი პერიოდი იქნება დიდი ცვლილებების დრო.

ახალმთვარეობაზე და დაბნელებების დერეფანში რეტროგრადული სატურნი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ გააზრებულები, გამოვავლინოთ დისციპლინა და კონცენტრაცია.

მარსის გადასვლა მისი დაცემის ნიშანში - კირჩხიბში კარგს არაფერს მოასწავებს.

მომდევნო 2 თვის განმავლობაში, 29 სექტემბრამდე, სანამ მარსი ლომში გადავა, შეიძლება გააქტიურდეს საომარი სიტუაცია, დაიძაბოს მდგომარეობა აგრესიის, დაუფიქრებლობის, თავზეხელაღებულობის გამო. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანები არაადეკვატურად მოიქცევიან, იქნება აგრესიის გამოვლინება. აგრეთვე ფრთხილად ბასრ და ცეცხლსასროლ იარაღებთან.

ზოგადად, მარსს არ უყვარს, როცა ეუბნებიან სუსტი ხარო და კიდევ უფრო მეტად იქაჩება საპირისპიროს დასამტკიცებლად. მარსთან მიმართებაში განსაკუთრებით საფრთხილო დღეებია 15-19 აგვისტო, როცა მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან, შეიძლება იყოს ილუზიების, ტყუილების, ფარული ქმედებების გამო უსიამოვნება. მოერიდეთ დაპირისპირებას რელიგიური საკითხების გამო ან სამღვდელოებასთან. აგრეთვე, ფრთხილად იყავით წყალთან. რადგან კირჩხიბში მყოფ მარსს დაძაბული ასპექტი აქვს სასწორში მყოფ ვენერასთან, დიპლომატიურად უსიამოვნების მოგვარება გართულდება, აქვე გეტყვით, რომ საერთო დაძაბულობის ფონზე, მოერიდოთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან.

ურანის გავლენით, ფრთხილად ელექტროობასთან და თუ შესაძლებელია, მაინცდამაინც 12-ში (პლუს/მინუს 2 დღე) ნუ იფრენთ.

ლომში მყოფი მერკურის ასპექტის გავლენით არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ფარული მოლაპარაკებები.

დაღმავალი კვანძი ლომშია და აღმავალი მერწყულში. უნდა მიხვდეთ, რომ მარტო თქვენ არ ხართ, ერთპიროვნული

ლიდერი ვეღარ იქნებით. ახლა ეგოს გამოვლინების დრო არაა. გაუშვით ძველი, ნურაფერს ჩაეჭიდებით, ნურც თანამდებობას, ნურც ურთიერთობებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგინდებათ დამოუკიდებლობა, თავისუფლება.

ახალმთვარეობაზე არაფერი ახალი არ მოიმოქმედოთ, არ დაგეგმოთ გეგმური ოპერაცია. უმჯობესია, დააკვირდეთ სიტუაციის განვითარებას, ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები. შეიძლება განაახლოთ ის საქმე, პროექტი, რაზეც ადრე უკვე მუშაობდით.

ვისზე იმოქმედებს მზის დაბნელება ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, ლომებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 9-16 აგვისტოს პერიოდში.

თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, უნდა გაითვალისწინოთ წარსული მოვლენებიდან მიღებული გამოცდილება და მოემზადოთ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად.

აგრეთვე მათზე, ვისაც ლომის 18-24 გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. გელოდებათ სიახლეები, განახლება.

6-12 თებერვალს დაბადებულები უნდა დაფიქრდეთ, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ გზა მომავალში, სად ხედავთ თქვენს თავს და ვინ უნდა იყოს თქვენ გვერდით.

7-14 მაისს და 9-15 ნოემბერს დაბადებულებმა უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და შეცვალოთ უკეთესობისკენ.

გამოგიჩნდებათ შანსი, რომ მოაგვაროთ გადადებული ან დაუსრულებელი საქმეები.

თუ ხართ ვერძი (7-13 აპრილს დაბადებული), ტყუპი (8-14 ივნისს დაბადებული), სასწორი 10-16 ოქტომბერს დაბადებული ან მშვილდოსანი (9-15 დეკემბერს დაბადებული), ჰარმონიულად მოაგვარებთ რთულ საკითხებს, გამოგიჩნდებიან დამხმარეები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კიბორჩხალის ჩხირები“ კიბორჩხალის გარეშე?! - ნახე, რას ჭამ სინამდვილეში! - ირაკლი არაბულის რჩევები

⭕ბრედ პიტმა 7-წლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო

⭕რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე? - „ეს მოვლენა უნიკალური ასტრონომიული მოვლენების მთელ კვირეულს გახსნის“