Digest Logo

ბრედ პიტმა 7-წლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო

1786441564
ბრედ პიტიბრედ პიტი

ოსკაროსანმა მსახიობმა, ბრედ პიტმა შვიდწლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო.

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი. შემდეგ კი ისევ ჩვეულ რიტმზე დავბრუნდი“, - განუცხადა პიტმა Esquire-ს სექტემბრის ნომრის გარეკანის სტატიისთვის.

პიტმა ალკოჰოლის მიღება 2016 წლის შემდეგ შეწყვიტა. მოგვიანებით იგი ღიად საუბრობდა დამოკიდებულებასთან ბრძოლისა და სიფხიზლის გამოცდილებაზე და მონაწილეობდა 12-საფეხურიან სარეაბილიტაციო პროგრამაში.

მსახიობს სიფხიზლის შენარჩუნებაში თანადგომა, მათ შორის, კოლეგა ბრედლი კუპერმაც გაუწია.

ახლა, როგორც პიტი ამბობს, რამდენიმე ჭიქის მიღება შეუძლია, თუმცა იცის, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის დალევა მისთვის კარგი არჩევანი არ არის. მსახიობი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითკონტროლი და პასუხისმგებლობა.

ბრედ პიტის ეს განცხადება განსაკუთრებით საინტერესო გახდა იმის ფონზე, რომ წლების განმავლობაში ის საკუთარ სიფხიზლეზე ღიად საუბრობდა და აღნიშნავდა, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პერიოდი მის ცხოვრებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ბერდება სახე წონის კლებისას? - კოტე თოდუა „ოზემპიკის“ გვერდით მოვლენებზე

⭕რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე? - „ეს მოვლენა უნიკალური ასტრონომიული მოვლენების მთელ კვირეულს გახსნის“

⭕„მთავარი თემა ფინანსები და პირადი რესურსების სწორი განაწილებაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის