Digest Logo

რას მოიტანს მერკურის კუროს ზოდიაქოში გადასვლა და როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 10-26 მაისის პერიოდი?! - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1746616604
რამაზ გიგაური

„რას მოიტანს მერკურის კუროს ზოდიაქოში გადასვლა?!“,- აღნიშნულ ასტროლოგიურ ტენდენციაზე ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ პროგნოზს აქვეყნებს.

გიგაურის თქმით, 10-26 მაისის პერიოდი, იქნება მნიშვნელოვანი - კუროებისთვის, ლომებისთვის, მორიელებისთვის და მერწყულებისთვის, ასევე, დადებითი პერიოდი ექნებათ ქალწულებსა და თხის რქებს, ხოლო დანარჩენი ნიშნებისთვის ნეიტრალური პერიოდი იქნება.

რას მოიტანს მერკურის კუროს ზოდიაქოში გადასვლა?!

ინგრესია: 10-26 მაისი

აზროვნების, ინფორმაციის, ანალიზის, კომუნიკაციის, ადაპტაციის პლანეტა - მერკური 10 მაისს (16:15) კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 26 მაისამდე (5:00) დარჩება.

თუ მერკურს ვერძში მოძრაობისას (16 აპრილიდან - 10 მაისამდე) მეტ ცეცხლოვანებას, ენერგიულობას, იმპულსურობას, აჩქარებულობას, კამათისკენ მიდრეკილებას იძლეოდა, მერკური - კუროში უკვე მეტ დაფიქრებულობასა და წინდახედულობაზე მიანიშნებს.

მერკური კუროში - ეს სიფრთხილე, პრაქტიკულობა, პრაგმატულობა და ჯანსაღი აზრია. ადამიანთა უმეტესობა უფრო მომთმენი გახდება, რაც სხვადასხვა დონეზე დაპირისპირების ალბათობას შეამცირებს. ამ პერიოდში ურთიერთობები და კავშირები კონკრეტულ საფუძველზე დაიწყება, რომლებიც პრაქტიკული შედეგიანობით იქნება გამორჩეული. აპრილის მეორე ნახევარში და მაისის პირველ დეკადაში წარმოშობილი ყველა იდეა პრაქტიკულ და რეალისტურ ფორმას მიიღებს.

ამ დროს აზროვნება თითქოს შენელებულია და ის ადამიანები, რომლებიც ინფორმაციის სწრაფად დამუშავებასა და გადაცემისკენ არიან მიდრეკილები, შინაგანი გაღიზიანება დაეუფლებათ, რადგან მოუწევთ ასე ვთქვათ, ტემპის შენელება და ის მათ ხასიათში გარკვეულ წინააღმდეგობას გააჩენს. თუმცა ეს პერიოდი გაცილებით სასიკეთო იქნება მათთვის, ვინც გადაწყვეტილების მიღების წინ უპირატესობას დაფიქრებას, სიტუაციაზე დაკვირვებასა და შედარებით ნელ მოქმედებებს ანიჭებენ.

მოვლენის განსხვავებული მხრიდან დანახვა და განსჯა სასიკეთო იქნება, რადგან მოსალოდნელი შეცდომების ალბათობას ერთიორად შეამცირებს.

შეიძლება მერკურის ეს ინგრესია ორ ნაწილად გავყოთ 10-21 მაისი და 22-26 მაისი.

პირველი უფრო დისჰარმონიული და დაძაბული იქნება, რადგან მერკური ქმნის ნეგატიურ ასპექტებს მარსთან და პლუტონთან.

აქედან გამომდინარე, წინ სწორედ კუროს ნეგატიური თვისებები გააქტიურდება. ეს არის სიჯიუტე, „უაზრო ჩაციკვლა“, სწორხაზოვნება, ზედმეტი სიფრთხილე და არსებულ რეალობაზე მიჯაჭვა. რაც არა მხოლოდ გაართულებს დადებითი ცვლილებების რეალიზაციას, არამედ გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებას. ასე რომ, ამ პირველ პერიოდში უფრო მოთმინებისა და ურთიერთობებში მოქნილების გამოჩენა იქნება საჭირო. რათა როგორც პიროვნულ, ისე ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობებში დაპირისპირების ალბათობა არ გაიზარდოს.

გაცილებით საინტერესო და ჰარმონიული იქნება 22-26 მაისი, როდესაც მერკური შეუერთდება ურანს და დადებით ასპექტებს შექმნის სატურნთან და ნეპტუნთან. აქ მოიმატებს შემოქმედებითი ენერგია, გაძლიერდება წარმოსახვა, იდეები უფრო კონკრეტულ შედეგებში გარდაისახება და გარდა ამისა, ცვლილებებიც უფრო იოლად და რაც მთავარია, დადებითად განხორციელდება.

მერკურის ეს ინგრესია ყველაზე მეტად ფიქსირებული ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი - კუროებისთვის, ლომებისთვის, მორიელებისთვის და მერწყულებისთვის. ისინი ამა თუ იმ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას დაიწყებს და დიდი ალბათობით იპოვიან კიდეც.

დადებითი პერიოდი ექნებათ ქალწულებსა და თხის რქებს, მათი ურთიერთობები განვითარდება და მოსალოდნელია მათთვის საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ.

დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება“,- წერს რამაზ გიგაური.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა ნეგატიური მოვლენებია მოსალოდნელი მაისში და როგორ ცვლილებებს შეიტანს ის ადამიანების ცხოვრებაში? - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

⭕ „მანამდე მქონდა შეწყვეტილი ორსულობა, გარე ორსულობა, ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, ეს ტრაგედია არ ყოფილიყო...“ - როგორი დედაა თეონა ცირამუა, რომელსაც ტყუპი გოგონა 5-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა