
„ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილიყო…“, – ამის შესახებ ცნობილი მუსიკოსი თეონა ცირამუა „რადიო ფორტუნას“ უყვება, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ტყუპი გოგონა 5-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა.
- როცა გაიგეთ, რომ ტყუპის დედა გახდებოდით, რა შეგრძნება იყო?
თეონა ცირამუა: ოოოოო... (იღიმის). როგორ ვიტყვი, რომ არ მინდოდა, მაგრამ არ ველოდი და რატომ იცით? მანამდე მქონდა შეწყვეტილი ორსულობა, გარე ორსულობა. 5 წელი ვიწვალე... ასეთი წარუმატებელი ორსულობის მერე ხომ არ ელოდები ტყუპს... ფიქრობ, ნეტავ, ერთი გამაჩენინაო. ბოლოს, იცით, როგორ ვიყავი? ვფიქრობდი, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ჩემ გარშემო შვილი არ ჰყავს-მეთქი. დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ, არ ვარ ასეთი ადამიანი... ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილიყო და მაინც საინტერესოდ გამეგრძელებინა ცხოვრება. 5 წელი რომ ვიარე, თვალი ექოსკოპიის ეკრანს მიეჩვია. როცა ორსულობა დამიდასტურდა და ექოსკოპიაზე წავედი, დავწექი და ვუყურებ ექოს. ვხედავ ორ წერტილს... გაფიქრებული არ მქონდა, ტყუპი ხომ არ არის-მეთქი, ექოსკოპისტი ამბობს, ორი ნაყოფია, ტყუპებს ელოდებითო. სიმართლე გითხრათ, შემეშინდა. უცებ გავიაზრე, ჩემი საქმე, აქეთ ორი ბავშვი... იმ მომენტშივე ვიფიქრე საპირისპიროდაც. მაინც ყოველთვის მინდოდა ორი შვილი, დედისერთა მაინც ცოდოა. ტყუპები ერთმანეთს გაართობენ-მეთქი, ესეც ვიფიქრე (იღიმის). რომ დავუკვირდი, ბევრი პლუსი აღმოვაჩინე, ყველაზე დიდ პლუსს თუ არ ჩავთვლით, რომ მარტო არ იქნებიან, ერთმანეთი ეყოლებათ და დები კიდევ სხვა. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
⭕„მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება...“ - გოგა მანია კლინიკიდან გაწერეს