Digest Logo

რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება

1666682913
ასტროლოგი ხათუნა ნოელი

25 ოქტომბერს მზის დაბნელებაა, 8 ნოემბერს კი მთვარის. ამ პერიოდს ასტროლოგები დაბნელების დერეფანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ მოვლენის გავლენა 6 თვის განმავლობაში გასტანს.

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რისგან შეიკავონ თავი, ამ 6 თვის განმავლობაში.

ვერძი - ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს, ნებისმიერი კონფლიქტი შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელდეს. ამიტომ, თუ მართლა არ ხართ თქვენს სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული, ჯობია თავი აარიდოთ კონფლიქტებს, აგრეთვე, არ აიღოთ კრედიტები. არაა სასურველი ქირურგიული ჩარევები. 

კურო - გააქტიურდება პარტნიორული თემები, შესაძლოა, ახალი პარტნიორი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, იყოს კონკურენტების გამოჩენა, აგრეთვე გაქვთ შანსები საზოგადოებაში გამოიჩინოთ თავი, თუმცა იმას, თუ რა იმიჯს მოიპოვებთ, ეგ უკვე პირად რუკაზეა დამოკიდებული.

ტყუპები - სამსახურებრივი საკითხები იქნება აქტუალური, ყურადღება მიაქციეთ თანამშრომლებთან ურთიერთობას, რომ დაბალანსებული გქონდეთ. აგრეთვე გაიკაჟეთ სხეული, რადგან ჯანმრთელობის საკითხებიც მნიშვნელოვანი იქნება ამ 6 თვის განმავლობაში. კარგი იქნება თუ შინაურ ცხოველს იყოლიებთ.

კირჩხიბი - სასურველია ახალ ჰობიზე გადართვა. ასევე ბევრი დრო დაუთმეთ შვილებთან და ბავშვებთან ურთიერთობას.

ლომი - საშინაო საქმეები იქნება აქტუალური, შესაძლოა, ოჯახის წევრებზე მოგიწიოთ მზრუნველობის გამოჩენა, ასევე აქტუალური იქნება საბინაო საკითხები - რემონტი, საცხოვრებელი სახლის შეცვლა. არასასურველია უცხოეთში გამგზავრება.

ქალწულები - მოსალოდნელია ახალი სანაცნობო წრის გაჩენა. მაინცდამაინც სასურველი არაა, რომ ახალ კონტაქტებში ჩაებათ, აგრეთვე კარგად აკონტროლეთ მიღებული ინფორმაციები და სიფრთხილე გამოიჩინეთ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 

სასწორი - დღის წესრიგში ფინანსური საკითხები დადგება, მოსალოდნელია ახალი შემოსავლების გამოჩენა, თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. გაუფრთხილდით ფინანსებს, შესაძლოა, მოხდეს თანხების გადახარჯვაც.

მორიელი - პიროვნული რეალიზაციის პერიოდი გაქვთ და ძალიან მაღალია შესაძლებლობა მოვლენები თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მშვილდოსანი - ემიგრაციის თემა წამოიწევს წინ. ასევე შესაძლებელია გამჟღავნდეს თქვენი საიდუმლო, ან პირიქით შეიტყოთ რაღაც, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. ასევე სასურველია ხშირ-ხშირად დაისვენოთ, რადგან ძალიან არ გადაიღალოთ.

თხის რქა - ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ 6 თვის განმავლობაში, კარიერული საკითხები იქნება. დასახეთ მიზნები და ჩამოაყალიბეთ გეგმები. 

მერწყული - შესაძლოა, მშობლების თემა წამოვიდეს წინ, თხოვნაა, არ იკამათოთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, მათ შორის მშობლებთან. სამსახურში არ შეხვიდეთ კონფლიქტში ხელმძღვანელ პირებთან, არ დაარღვიოთ სამსახურის შინაგანაწესი და კანონებთან იყავით ფრთხილად.

თევზები - არასასურველია უცხოეთში წასვლა, არც ემიგრაციაში და არც უბრალოდ ტურში. აგრეთვე გაგაფრთხილებთ, არ შეიტანოთ არანაირი სარჩელი ამ 6 თვის განმავლობაში, ეს ცუდ შედეგს გამოიღებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵17:00 სთ-დან ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე და შეინახეთ - დღეს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა, რჩევები ასტროლოგისგან

🔵მზე მორიელში გადავიდა - წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო

🔵„ლოცვა, „მამაო ჩვენო“ ყველაზე დიდი დამცავია“ - მიხეილ ცაგარელის რჩევა