2026 წლის 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება ნებისმიერ ამინდში დაუვიწყარ სანახაობად იქცევა. ეს მოვლენა უნიკალური ასტრონომიული მოვლენების მთელ კვირეულს გახსნის.
გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა არ არის რეკომენდებული, რომ გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს:
⏺ ფულის სესხება, ან გასესხება;
⏺ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება;
⏺ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა;
⏺ ძვირადღირებული ნივთების ყიდვა;
⏺ ჩხუბი, კამათი, დაპირისპირება;
⏺ ურთიერთობის დასრულება;
⏺ სამსახურიდან მოულოდნელად წასვლა;
⏺ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
⏺ შორ მანძილზე სამოგზაუროდ წასვლა;
⏺ ალკოჰოლის მიღება.
გარდა აკრძალვებისა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ. თუკი ამ დღეს გადაწყვეტთ, რომ მავნე ჩვევები მოიშოროთ, ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ, ამ მიმართულებით, არსებული წესები შეცვალოთ, კვების მოდელს გადახედოთ, წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.
მზის დაბნელების დროს მშვიდად ყოფნა და განტვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული ენერგია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
გარდა ამისა, კარგია, თუ სამომავლო გეგმებს შეადგენთ და ყველა იმ მიზნისა და ოცნების შესახებ ჩამოწერთ, რომლებიც გინდათ, რომ აგისრულდეთ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს მიზნებზე ფიქრს განსაკუთრებული ძალა აქვს.
ასევე, აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ, მოძველებული, ტოქსიკური ურთიერთობებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და უარი თქვათ იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რომლებსაც თქვენთვის ზიანი მოაქვთ. საფუძვლიანად დავასუფთავეთ სახლი, მოძველებული ნივთები კი გადაყარეთ.
გააკეთეთ რაიმე კარგი და დადებითი, გამოხატეთ კეთილგანწყობა, დაეხმარეთ ადამიანებს. ეს ენერგია უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: