ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 28 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„28 ნოემბერი
დღეს საერთო დღე გადის ციფრი 3-ის ენერგიაში — ეს არის მოძრაობის, განვითარებისა და შთაგონების ვიბრაცია.
რა არის რეკომენდებული:
✅ იმოქმედეთ — გადადით გეგმებიდან რეალურ ნაბიჯებზე
✅ ისწავლეთ, მიიღეთ ახალი ცოდნა — დღე ხელს უწყობს განვითარებას
✅ დატკბით თითოეული წამით
✅ საღამოს მადლობა გადაუხადეთ ყველაფრისთვის, რაც დღეს კარგი მოხდა
გახსოვდეთ: ცნობიერების განვითარება — ცხოვრების მთავარი მიზანია
რას უნდა მოერიდოთ:
❌ აზარტულ ქმედებებს ანალიზის გარეშე — ეს დანაკარგების გზაა
❌ დროისა და ყურადღების ფუჭ ხარჯვას
❌ სიზარმაცესა და უმოქმედობას
ასევე დღეს პარასკევია და ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია დაბადებულთათვის:
• 6, 15, 24 რიცხვებში (თქვენი ფერები: ვარდისფერი, ცისფერი)
• 7, 16, 25 რიცხვებში (თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ მოიკლა თავი იუდამ და რატომ ვერ უძლებს ადამიანი ამპარტავნებას? - გურამ ოთხოზორიას განმარტება