„არ აქვს რა მნიშვნელობა რა ასტროლოგიური ნიშანი ვართ, არის ასეთი კანონი რასაც გავცემთ, ამას ბუმერანგის პრინციპით ვიღებთ, მაქსიმალურად გავცეთ დადებითი ენერგიები, ვიბრაციები და არანაირი საშიშროება არ გვემუქრება“ - მომდევნო ორი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე აღმოსავლური ნიშნებისთვის,
ფენშუის სპეციალისტმა თიკა ქოქაშვილმა „დილა მშვიდობისას“ ეთერში ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი მომდევნო ორი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება.
ვირთხა- ამ წელში დაბადებული ნიშნები, ფრთხილად უნდა იყვნენ კანონთან, მათკენ მოდის აგრესიული ენერგიები, უნდა ეცადონ დააიგნორირონ. საბუთებთან დაკავშირებით უნდა გადაამოწმონ თითოეული დეტალი.
ხარი - ხარის წელში დაბადებულებს, აქვთ აგრესიული პერიოდი, უნდა ერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს, მაგრამ ამასთანავე ელოდონ ფინანსური ენერგიების ზრდას.
ვეფხვი- აქვთ ზოგადი გაუგებრობები, სასიყვარულო ენერგიები დადებითად აისახება მათზე, შეუძლიათ დაგეგმონ კარიერული ცვლილებები.
კურდღელი - ამ წელში დაბადებულებისთვის ფინანსური ენერგიების და ნაყოფიერების პერიოდია, შეუძლიათ ისე გამოიყენონ როგორც თავად სურთ, პირადი იქნება ეს, თუ საქმიანი.
დრაკონი - აქვთ საოცარი პერიოდი, ამ ორი კვირის განმავლობაში, შეუძლიათ იმუშაონ გეგმების დასახვაზე, რადგან სამყარო დაეხმარებათ მათ ასრულებაში.
გველი - საუკეთესო დროა ბიზნესისა და წარმატებული მოლაპარაკებებისთვის, სამყაროს ენერგიები დაეხმარებათ ფინანსური დავალიანების მარტივად დაფარვაში.
ცხენი - მათთან პირადი ურთიერთობების და წარმატების ვარსკვლავია გააქტიურებული, კმაყოფილი გამოხვალთ მოლაპარაკებებიდან და დატოვებთ დადებით ენერგიას. შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმე.
ცხვარი- მათთან მოდის კარიერული წარმატება, აღმავლა, ვისაც პოპულარულობა სურს, თამამად გამოხატონ თავისი აზრი, საზოგადოებისგან აგრესიას არ მიიღებენ.
მაიმუნი - კარგი პერიოდი აქვთ, შეუძლიათ გეგმებზე, ფინანსებზე მიიღონ გადაწყვეტილებები და ასევე მოგზაურობაზე.
მამალი - ჯანმრთელობის ენერგიებთან არასასიამოვნო პროცესები აქვთ, იყვნენ ფრთხილად საჭესთან და მოუსმინონ საკუთარ სხეულს.
ძაღლი- ერთგულების ენერგიები მიდის მათკენ, თუკი გაქვთ რაიმე პრობლემები, ზუსტად ეს პერიოდია საუკეთესო მათი მოგვარებისთვის. სამყარო მათ მხარესაა.
ტახი - სიმშვიდის და ჰარმონიის მოსაზიდად კარგი პერიოდი აქვთ, შეუძლიათ წამოიწყონ ახალი ბიზნესი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ახლა ლუკას ნათლია ვარ. მადლობა ნდობისთვის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ქეთა თოფურია?
🎥 „რასაც ველოდებოდით, სამწუხაროდ, გამართლდა“- რას წერს კობა ფარტენაძე