ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია. მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალმა სავაჭრო ჯიხურებში შეაღწია. ამ ეტაპისთვის ზარალის რაოდენობა უცნობია.
წყალმა სახლების პირველ სართულებიც დაფარა, დატბორილია ქალაქის ზოგიერთი ქუჩაც.
„რასაც ველოდებოდით, სამწუხაროდ, გამართლდა“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ფეისბუკ გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთო დაიფარე სრულიად სამყარო“ - რა კადრები ვრცელდება გურიიდან?