Digest Logo

რას ველოდოთ 17 აპრილის ახალმთვარეობისგან - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ქეთი ოდიშელისგან

1776409648
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 17 აპრილის ახალმთვარეობაზე საუბრობს:

„🔥ახალმთვარეობა ვერძის 28 -ე გრადუსზე 17 აპრილს, 15:51 სთ-ზე.

♈ ახალმთვარეობა ეს არის დრო, როდესაც ორი მნათობი ერთმანეთს ხვდება და ხდება ახალი პროგრამების, ახალი ენერგიების ფორმირება.

🔺მთვარე ვერძის ნიშანში ნეიტრალურია.

🔺მმართველი - მარსი .

🔺 კარდინალური ჯვრის ნიშანი.

🔺სტიქია - ცეცხლი.

🛑 იყავი თავდაჯერებული, თვითკმარი, გიყვარდეს და მიიღე საკუთარი თავი ისეთად როგორიც ხარ, თუმცა ნუ გადაამეტებ. მძაფრდება ემოციური ფონი, ეგოიზმმა, ნაჩქარევმა, იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა და კომუნიკაციამ არასასურველი შედეგები შეიძლება მოიტანოს ნებისმიერ საქმიანობაში.

🛑 სხვა ახალმთვარეობებისგან განსხვავებით ამ დროს შესაძლოა პირიქით, ენერგიის მოზღვავებამ, შფოთმა და ნევროზულობამ იჩინოს თავი, რადგან იზრდება გაღიზიანების, დაპირისპირებების ალბათობა და ემოციური ფონი, რასაც ხელს უწყობს პლანეტარული ენერგიების კონცენტრაცია ვერძის, ცეცხლოვან, ჯიუტ, იმპულსურ, ფეთქებად ნიშანში! ციური სხეულები ერთ ჯგუფად იყრიან თავს (მზე, მთვარე, მერკური, მარსი, სატურნი, ნეპტუნი და ქირონი), თითქოს რაღაცისთვის ემზადებიან, რაღაც ახალი და მნიშვნელოვანისთვის, ვერძი ხომ პირველი იმპულსის შემტანია ნებისმიერ ციკლში!

❓ ​რას ველოდოთ?

✅ პლუსები: სტაგნაცია სრულდება! გაჭიანურებული საქმეები დაიძვრება. გონივრული რისკი ახლა გამართლებულია, მოტივაცია კი - გადამდები. 🚀

⚠️ რისკები: მატულობს სულსწრაფობა, იმპულსურობა და სიხისტე. დიპლომატია ახლა დეფიციტური და ძალიან საჭირო უნარია!

✋​განსაკუთრებული გაფრთხილება: 🫴სატურნისა და მარსის კავშირი სამხედრო დისციპლინასა და ტრანსფორმაციას მოითხოვს.

🫴აქვე მერკურისა და ნეპტუნის კავშირი ილუზიურ სტრატეგიაზე მეტყველებს, თანაც იმპულსურად, ანალიზის გარეშე.

✋ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ვერძებსა და სასწორებს (მათ ვისაც პირადი პლანეტები ან კარდინალური ჯვარი 5-10 გრადუსამდე აქვთ). ეს პერიოდი, შესაძლოა გეზის სრული ცვლისა და გამოღვიძების დრო იყოს ბევრი ადამიანისთვის. ✨

🔥​იმოქმედე! ახლა უმოქმედობა ისეთივე შეცდომაა, როგორიც ქმედებაში გადამეტება.

⚖️ ​იყავი ფრთხილად გზებზე და მჭრელ საგნებთან. ​მომდევნო ერთი კვირა მოერიდე იარაღთან შეხებას. არის ხანძრების, აფეთქებების ალბათობა, ასევე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლსასროლ და მჭრელ იარაღებთან. არ დაგავიწყდეთ არომათერაპიის გამოყენება: ვარდის, ლავანდის, ლადამონის, სანდალის არომატები მეტად მოუხდება მიმდინარე ემოციურ ფონს.

🛑შედარებით რთული პერიოდია წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. თუმცა მალე თქვენთვის გამოიდარებს.

ვნახოთ როგორ აისახება ახალმთვარეობა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

 ♈ ვერძი ცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირად-სასიყვარულო საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, ნუ შეჩერდებით, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა. ნუ გადაამეტებთ❗

კურო იზოლაცია, განმარტოება, ნაჭუჭში ჩაკეტვა, მედიტაციური მდგომარეობა. გაერთიანდით, გამთლიანდით, გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. შეიძლება დაფიქრდეთ ემიგრაციის თემაზე, ასევე შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციიდან დაბრუნება.

ტყუპები წარმატებული პერიოდია, სოციალურ აქტივობებში ჩართულობა, აღიარება, ავტორიტეტის ზრდა. მოგებიანია ინტერნეტსაქმიანობა. მოგების შანსები მატულობს.

კირჩხიბი კარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ ცვლილებები, სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი გაუთვლელი მოვლენების განვითარების გამო. თუ სამსახური არ გაქვთ ახლა შესაფერისი დროა გადახედოთ ვაკანსიებს.

ლომი განათლების თემების აქტუალიზაცია, სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანი მიღწევები, საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორად ახლა შეიძლება გადაწყდეს. მოგზაურობას ხომ არ გეგმავთ?

ქალწული გათავისუფლება, დასრულება, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით გქონდეთ გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის იმედი.

სასწორი ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, პირად-სასიყვარულო კუთხითაც მნიშვნელოვანი პერიოდია. გაითვალისწინეთ კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მოგებიანია.

მორიელი მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგოტონუსი. მიმართეთ დახმარებისთვის ბუნებას. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა. უძილობა და არარეალიზებულობა შესაძლოა გარკვეული კონფლიქტების მიზეზი გახდეს.

მშვილდოსანი თავგადასავლების, ინიციატივის საკუთარ თავზე აღების დროა. შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. თუ ჯერ არ გყავთ ის დროა დაფიქრდეთ ბავშვის ყოლაზე.

თხის რქა ცხოვრების რელსების ცვლა, ეს არც თუ ისე სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ცვლილებებმა შესაძლოა თავი იჩინოს სახლის, უძრავი ქონების, ოჯახთან დაკავშირებულ თემებში.

მერწყული სიახლეები, საინფორმაციო სივრცის გაზრდა, შემეცნების დროა, ახალი კომუნიკაციები, საბუთების გაფორმება, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. გადაადგილება, ნათესავებთან, და-ძმებთან სიტუაციების დალაგება.

თევზები ახალი ფინანსური წყაროები, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური. ფრთხილად ფინანსურ ოპერაციებთან, არის რისკი თაღლითურ სქემების მსხვერპლი აღმოჩნდეთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჭეშმარიტი დანაკარგის დღე - ყველა მოქმედება დროის ფუჭი კარგვა იქნება“ - 17 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ჩამოწერეთ მატერიალური მიზნები, ჩაატარეთ „ბარაქის რიტუალი“, იზრუნეთ სხეულზე“ - ასტროლოგი დღის ენერგიებზე

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მშობელს ეს საერთოდ არ აქვს გააზრებული, ამის ფასს საზოგადოებაც გადაიხდის...“ - რას წერს ლევან შელეგია