Digest Logo

„რასაც გრძნობ, იმას იზიდავ...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

1764166098
თეო ხაბულიანი

პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად ხსნის რას ნიშნავს ზრახვა.

მისი თქმით, ზრახვის რეალური ძალა ქვეცნობიერის სიღრმეებში იწყება და აღძრავს შიშის გრძნობას კონკრეტულ საკითხებთან დამოკიდებულებაში:

„ზრახვა არის სამყაროს კოდი და ავხსნი რა მხრივ. როგორ ქმნის ჩვენი ენერგია რეალობას? ეს ვერ ხდება მხოლოდ ფიქრით როგორც ამას ასწავლიან, რომ ფიქრებით ვქმნითო.

ზრახვა არის სამი სამყაროს ერთიანობა ცნობიერების (გონება), ქვეცნობიერის (ნიადაგი) და ენერგეტიკული ველის (მაგნიტი). ზუსტად ამ გადაკვეთაზე ქმნით თქვენს რეალობას.

ანუ ზრახვა ენერგიის მიმართულებაა, თქვენი ზრახვა არის მაგნიტური სიგნალი. ეს არის სულის ბრძანება სამყაროსადმი, რომელიც ვრცელდება თქვენი აურის ყველა ფენაში.სადაც მიედინება თქვენი ენერგია (ყურადღება ზრახვა), იქ იქმნება ფორმა.ის ქმნის ინფორმაციულ-ენერგეტიკულ ტალღას, რომელიც იზიდავს მხოლოდ იმ სიხშირეებს, რომლებიც მის ვიბრაციას ემთხვევა.

ქვეცნობიერი არის კარმული ნიადაგი. ზრახვის რეალური ძალა იწყება ქვეცნობიერის სიღრმეებში და არა მხოლოდ ცნობიერ აზრებში. ანუ ქვეცნობიერი არის ნიადაგი, თუ შიგნით არის ტკივილი, შიში და შეზღუდვის პროგრამები (არ ვარ საკმარისი), და ასე შემდეგ, ამ დროს თქვენი ზრახვა სიყვარულზე ავტომატურად ატარებს შიშის ვიბრაციას. ეს არის მოზიდვის კანონი.

შენ არ იზიდავ იმას, რაც გინდა. შენ იზიდავ იმას, რაც ხარ (შენი ენერგეტიკული მდგომარეობით).
სუფთა ზრახვა არის მოქმედება, რომელიც მოდის სიყვარულიდან და ერთიანობიდან და არა ეგოს მოთხოვნილებებიდან.

ზრახვა არის ტრანსფორმაციის ცეცხლის ელემენტი. როდესაც ის კონტროლდება ცნობიერად და მოდის სუფთა გულის მდგომარეობიდან, ის წვავს დაბალ ვიბრაციებს და გარდაქმნის მათ ოქროდ (შინაგანი ალქიმია). ეგოდან წამოსული ზრახვა მოდის კონტროლის ან სიძულვილის სურვილიდან, ცეცხლი იწვის მრისხანებად და ქმნის დესტრუქციას, კარმასა და ტკივილს.

ზრახვა პირდაპირ მოქმედებს თქვენი ენერგეტიკული სისტემის ბალანსზე, გულიდან წამოსული ზრახვა აძლიერებს გულის ჩაკრას და ამაღლებს ვიბრაციას.

მიზანმიმართული და სუფთა ზრახვა ააქტიურებს მზის წნულს და ხელს უწყობს რეალიზაციას.
დაბალი ზრახვა ბლოკავს ამ უმაღლეს ცენტრებს, რაც იწვევს დაკარგულობის განცდას.

ზრახვა არის კარმის პირველი ელემენტი. თუნდაც ქმედება არ მოხდეს, ზრახვის უკან მდგარი მოტივი (სიძულვილი თუ სხვა) ქმნის შედეგს, ანუ კარმულ ვალს.

ზრახვა ხდება სასწაული, როდესაც ის მოდის გულიდან,მას ახლავს მადლიერება და რწმენა.
ის არ გადაიქცევა მოლოდინად, რაც ბლოკავს ენერგიას.

რწმენით განმტკიცებული აზრი არის ელექტრომაგნიტური ძალა, რომელიც უსწრაფესად ხორციელდება.

რასაც ფიქრობ, იმად იქცევი. (გონება)
რასაც გრძნობ, იმას იზიდავ. (ვიბრაცია)
რასაც წარმოიდგენ, იმას ქმნი. (ზრახვა)

ყოველი ზრახვა უნდა იყოს გულიდან, მადლიერებით და სიყვარულით. მხოლოდ ასე ქმნის ის სინათლეს და უსწრაფესად ხორციელდება ღვთიური ნებით.

თუ ცხოვრებაში სირთულეებს ვაწყდებით და ვკითხულობთ რატომ მოგვივიდა ეს? პასუხი ის არის რომ ჩვენი ზრახვები არ იყო სუფთა. ისინი დაბინძურებული იყო ქვეცნობიერი შიშით, ეგოთი ან მოლოდინით, რამაც მოიზიდა შესაბამისი კარმული გაკვეთილი. სუფთა ზრახვა ქმნის სინათლეს, დაბინძურებული ზრახვა კი გაკვეთილებს.

სანამ ზრახვას დათესავთ, გაწმინდეთ ნიადაგი. ზრახვა არის რწმენით განმტკიცებული აზრი. თუ ქვეცნობიერი პროგრამები (შიში, ტკივილი, „მე არ ვარ საკმარისი“) ეწინააღმდეგება თქვენს ზრახვას, ის იზიდავს დისჰარმონიას.
აუცილებელია მოტივის განწმენდა (კარმის კანონი), სამყარო რეაგირებს არა იმაზე, რას ითხოვთ, არამედ რატომ ითხოვთ. მოტივი განსაზღვრავს კარმულ შედეგს. სუფთა ზრახვა მოდის: ერთიანობიდან, სიყვარულიდან და სხვისი სიკეთის სურვილიდან.

არა სუფთა ზრახვა მოდის ეგოდან, კონტროლის სურვილიდან, შურისძიებიდან, ჯიბრიდან, შურიდან ან დეფიციტის განცდიდან.

ზრახვა უნდა დაამყაროთ გულიდან და არა ლოგიკიდან.

რწმენის ელექტრული მუხტი, აზრი (ელექტრული) და გრძნობა (მაგნიტური) ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს. ზრახვის რეალიზაცია მოითხოვს ამის სისუფთავეს. აზრი ხდება ფორმა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ერწყმის რწმენა. ეჭვი არის ენერგეტიკული ბლოკირება.

მადლიერება მოლოდინის ნაცვლად,მოლოდინი ბლოკავს ენერგიას. თუ თქვენ ელოდებით შედეგს, თქვენ აცხადებთ, შეცვალეთ მოლოდინი მადლიერებით. მადლიერება არის უმაღლესი სიხშირე, რომელიც აჩქარებს მანიფესტაციის პროცესს.

მას შემდეგ, რაც ზრახვას მადლიერებით დატვირთავთ, გაათავისუფლეთ იგი. ნუ ცდილობთ აკონტროლოთ როგორ მოხდება ეს. ეს არის ღმერთის ნებისადმი მინდობა. ზრახვის განთავისუფლება უზრუნველყოფს, რომ სამყარომ შეძლოს თქვენამდე საუკეთესოს, სინქრონული გზებით მოტანა. ზოგჯერ სამყაროს გეგმა ბევრად აღემატება ჩვენს შეზღუდულ წარმოდგენას.

ენერგია მიედინება იქ, სადაც მიდის თქვენი ყურადღება. რეგულარულად დაუბრუნდით ზრახვას, მაგრამ არა შიშის, არამედ რწმენისა და სიხარულის მდგომარეობით. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენი აურა და ველი მუდმივად ასხივებდეს ამ სიხშირეს.

რასაც გრძნობ, იმას იზიდავ. აწმყოში შექმენით ის ენერგია, რომლის მიღებაც გსურთ მომავალში.

მიყვარხართ“, - წერს თეო ხაბულიანი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

🎥 როგორ გამოვითვალოთ 2026 წლის ფინანსური კეთილდღეობის კოდი? - მარიამ ციმინტიას რეკომენდაციები

⭕„მარგალიტივით გოგო ხარ“ - ლიზი დარასელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა