Digest Logo

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

1764164765
საახალწლო განათებები

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27 და 28 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, თუმცა, ორივე მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გამოვითვალოთ 2026 წლის ფინანსური კეთილდღეობის კოდი? - მარიამ ციმინტიას რეკომენდაციები

⭕„მარგალიტივით გოგო ხარ“ - ლიზი დარასელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

🎥 48 წლის კრისტი ყიფშიძე შესანიშნავ ფორმაშია - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი