Digest Logo

რატომ არ ემთხვევა ზოგადი პროგნოზი ყოველთვის – რამაზ გიგაური მზის ნიშნისა და ასცენდენტის განსხვავებაზე

1795852780
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, თუ რატომ არ ემთხვევა ზოგადი პროგნოზები ყოველთვის და რატომ არის სასურველი მათი წაკითხვა როგორც მზის, ისე ასცენდენტის ნიშნის მიხედვით.

მისი თქმით, მზე შინაგან მოტივაციასა და ცნობიერ დამოკიდებულებას ასახავს, ასცენდენტი კი გარე მოვლენებსა და ცხოვრების კონკრეტულ სფეროებს უჩვენებს, ხოლო თავად სიტყვა „ჰოროსკოპი“ ძველ ბერძნულში სწორედ ასცენდენტს აღნიშნავდა.

„🧭 მზე თუ ასცენდენტი - რომელი ნიშნით წავიკითხოთ პროგნოზი? ალბათ დავკვირვებივართ, რომ ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ყოველთვის არ ემთხვევა. ეს იმიტომ, რომ უმეტესობა მას მხოლოდ მზის ნიშნის მიხედვით კითხულობს.

📜 მზის ნიშნის პროგნოზის წაკითხვა, ცხადია, შეცდომა არ არის. პირიქით, ეს ძალიან იოლია, რადგან საკუთარი მზის ნიშანი ყველამ იცის. თუმცა აქ ერთ საინტერესო ფაქტს უნდა შევეხოთ: ძველ ბერძნულში სიტყვა „ჰოროსკოპი“ (Horo-skopos - „დროზე დამკვირვებელი“ ან „საათზე დამკვირვებელი“) მზის ნიშანს კი არა, სწორედ ასცენდენტს ნიშნავდა. მზის ნიშნის პროგნოზი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, მაშინდელ პრესაში გამოჩნდა. საქმე ის იყო, რომ გაზეთის მკითხველებმა, საკუთარი დაბადების დროისგან (საათისგან) განსხვავებით, დაბადების დღე ყოველთვის იცოდნენ.

🎯 არადა, სრული სურათის დასანახად, მზის ნიშანთან ერთად, სასურველია, ზოგად პროგნოზს თქვენი ასცენდენტის ნიშნის მიხედვითაც გაეცნოთ. ასცენდენტი პირველი სახლის საწყისი წერტილია. ის ადამიანის ტემპერამენტს, ვიტალურობას, გარე სამყაროში გამოვლენის სტილსა და მთელი ჰოროსკოპის სახლების განლაგებას განსაზღვრავს. მარტივად რომ ვთქვათ:

☀️ მზის ნიშანი გაჩვენებთ, რა ხდება თქვენს შიგნით - როგორია თქვენი ნება, მოტივაცია და მოვლენებისადმი ცნობიერი დამოკიდებულება.

⬆️ ასცენდენტი (ASC) კი გაჩვენებთ, კონკრეტულად რა მოვლენა ხდება გარეთ და ცხოვრების რომელ სფეროს ეხება ის. ეს ორი ნიშანი ერთმანეთს არ გამორიცხავს - ისინი ერთმანეთს ავსებენ.

⏳ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: ასცენდენტი დაახლოებით ყოველ 2 საათში იცვლება, ამიტომ მისი დადგენა მხოლოდ დაბადების ზუსტი საათით, წუთითა და ადგილით შეიძლება“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით...“ - 28 ნოემბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში

⭕დანაშაულის შეგრძნება და კარმა – რატომ არ უნდა დავისაჯოთ საკუთარი თავი იმ მოვლენებისთვის, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია?

✕