Digest Logo

რატომ არ გვიჩერდება ფული და რა უნდა გააკეთოთ ფულის მოსაზიდად? - ეზოტერიკოს გოგა მანიას რეკომენდაციები

1731764000
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ფინანსური კეთილდღეობისთვის საჭირო რიტუალებზე საუბრობს:

„როდესაც სახლში სიმძიმეს იგრძნობთ, კარგია საკმეველი დაანთოთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია დარიჩინის ჩხირი. ეს უნდა მოატაროთ ყველა ოთახში, სახლის კუთხეებში გარდა აბაზანისა. 

თვის პირველ და 15 რიცხვში დარიჩინის ფხვნილი მოითავსოთ ხელზე და სულის შებერვით მოაფრქვიოთ კარებიდან შიგნით, ეს კარგია ფინანსური კეთილდღეობისთვის და კარგად უმკლავდება ნეგატიურ პატარა მეტაფიზიკურ არსებებსაც. 

კარგია თუ დარიჩინის პატარა ნატეხს ჩაიდებთ საფულეში.

რატომ არ გიჩერდებათ თანხა და რა უნდა გააკეთოთ ფულის მოსაზიდად? - ბევრი მეკითხება. ფინანსურ ენერგიას ძალიან უყვარს ამეთვისტო, ციტრინი. შეგიძლიათ ძალიან პატარა ნატეხი ჩადოთ საფულეში, მაგრამ საფულე არ უნდა გადატვირთოთ ქვითრებით, ვალდებულებების წერილებით, კრედიტის ბარათებით, ეს ენერგეტიკულ დისბალანსს იწვევს. 

საფულე უნდა იყოს ყველაფრისგან თავისუფალი, მხოლოდ მოქმედი პლასტიკური ბარათი, ამეთვისტო, პატარა ციტრინი და დარიჩინის ჩხირის ნატეხი.

ამის შემდეგ თავადაც მიხვდებით, რომ ენერგეტიკულად თავისუფლდებით ნეგატივისგან“, - ამბობს გოგა მანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეკატერინე ტუღუშმა განსხვავებული სტილის სამოსი მოირგო - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 „ეს ტკივილი უძლიერესია და გული ვერ იტევს“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი