ასტროლოგი ინგა ჭედია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უყვარს ბევრ ადამიანს დაბადების დღის აღნიშვნა და რატომ გრძნობენ ისინი ამ დროს თავს უსიამოვნოდ.
ასტროლოგის განმარტებით, ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია ასტროლოგიურ პროცესებთან - კერძოდ, მზის დაბრუნებასთან (სოლართან).
„ბევრს ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ არ უყვარს დაბადების დღის გადახდა და კარგად არ გრძნობს თავს. რატომ ხდება ეს? - ყოველ დაბადების დღეს მზის დაბრუნებაა: ტრანზიტული მზე უბრუნდება ნატალურ მზეს და ყველა არსებულ ასპექტს ააქტიურებს. თუ ადამიანს ეს დღე არ უყვარს და თავს ნეგატიურად გრძნობს, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ მისი მზე დაზიანებულია“, - აღნიშნავს ინგა ჭედია.
მისივე თქმით, ეს მდგომარეობა საბოლოო განაჩენი არ არის და პრობლემის მოგვარება შესაძლებელია:
„რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დამუშავებადია და ადამიანს შეუძლია, საკუთარ დაბადების დღეს ბედნიერად შეხვდეს“.