Digest Logo

რატომ არის დაჟინებული მზერა საშიში?

1781797790
დაჟინებული მზერა

ცხოვრება გვთავაზობს არჩევანს, ვიყოთ ბედნიერები თუ უბედურები, წარმატებულები თუ წარუმატებლები, გააჩნია, ადამიანი გააზრებულად თუ გაუცნობიერებლად რომელ გზას დაადგება. ამ გზაზე კი უნდა მოერიდოთ თქვენთვის არასასურველ ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება, მაგალითად: სიკეთის, ბოროტების, სიყვარულის, სიძულვილის, მწუხარების, შურის და სხვა. მთავარია, კარგად დააკვირდეთ მეორე ადამიანის თვალებს და ეს არ გამოგეპარებათ. 

ადამიანის თვალისგან შეიძლება, ისეთი გამოსხივება მოდიოდეს, რომ ჰაერს მნიშვნელოვან მანძილზე მუხტავდეს. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას კი არა მარტო ბედნიერებისა და უბედურების მოტანა, ადამიანის ცხოვრებისა და ბედისწერის შეცვლაც კი შეუძლია. ბევრისთვისაა ნაცნობი, რომ ვინმე კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრას უიღბლო დღე, უსიამოვნებები, საქმის ცუდად წასვლა და ტრავმა მოჰყოლია. ასეთ დროს ხდება გათვალვა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშიშია გათვალვა და რა სავალალო შედეგამდე შეუძლია მას ნებისმიერი ჩვენგანის მიყვანა. თუ ადამიანს ესაუბრებით და მთქნარება დაგეწყოთ ან სისუსტე იგრძენით, ესე იგი, მისი თვალიდან წამოსული ენერგია უარყოფითად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და სასწრაფოდ გაეცალეთ მას, რადგან ეს თავის დაზღვევის ყველაზე მარტივი საშუალებაა. თუ ხალხმრავალ ადგილას იყავით ან არასასიამოვნო შეხვედრიდან დაბრუნდით და გრძნობთ, რომ ენერგია გეცლებათ, სასწრაფოდ მოუშვით ონკანი და ხელები ცივ გამდინარე წყალს შეუშვირეთ.

აუცილებლად უნდა იცოდეთ ავი თვალისგან სახლის დაცვაც და ამას ადვილად მოახერხებთ, თუ ლარნაკში ჩააწყობთ პურის თავთავებს და გამოსაჩენ ადგილას, მისაღებ ოთახში დადგამთ. ასევე, კარგია, თუ ამ მიზნით გიშრის ქვას ჩამოკიდებთ კედელზე. უმჯობესია, ეს შესასვლელში გააკეთოთ.

გათვალვას შესაძლოა, მოჰყვეს ხანგრძლივი დროით წარუმატებლობა საქმესა თუ პირად ცხოვრებაში, პრობლემები, გაუგებრობები, თავის ტკივილი, სისუსტე, ნერვული შეტევები, გაღიზიანება, ჯანმრთელობის გაუარესება, შრომისუუნარობა და ასე შემდეგ. ხანდახან ქმრები ცოლებს უმიზეზოდ აგინებენ, სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ, მაინც უყვართ თავისი მეორე ნახევრები და მათ გარეშე ვერ ძლებენ. ესეც გათვალვის ბრალია, ოღონდ, ქალის თვალის. თუ ადამიანი შარს ეძებს, უმიზეზოდ ილანძღება და იგინება, ორი აზრი არ არის, ის გათვალვის მსხვერპლია. საერთოდ, გათვალული ადამიანი ძნელად ემორჩილება მკურნალობას, უჩივის უმადობას, უიღბლობას, უბედურია. ამის გამო, ბევრი ქალი გაუთხოვარი, კაცი კი დასაოჯახებელი რჩება. ძლიერი გათვალვა შესაძლოა, ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს და უიღბლო და წარუმატებელი დარჩეს, ვერ მიხვდეს საკუთარი უბედურებისა და ავადმყოფობის მიზეზს.

გათვალვა მხოლოდ ბოროტი ენერგიის მქონე ადამიანებისგან არ ხდება. უსიამოვნება, შეიძლება, იმ ადამიანის მზერამ და თვალმაც გამოიწვიოს, ვინც, ერთი შეხედვით, უწყინარი, მშვიდი და უბოროტოა.

ხშირად გათვალვა ადამიანისგან დამოუკიდებლად ხდება. ამ დროს ადამიანის აურა მკვეთრად ზიანდება. დაჟინებული მზერა კი ყველაზე საშიშია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაკვირდებათ ასე – ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი თუ უცხო პირი. დაჟინებული ცქერა და ამით გამოწვეული უარყოფითი ენერგიის ზემოქმედება დაკვირვების ობიექტზე ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს იწვევს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვალს ადვილად იღებენ. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარ წარმატებაზე, შემოსავლებსა და პირად ურთიერთობებზე საუბარს. როცა იცით, როგორ დაიცვათ თავი სხვა ადამიანისგან წამოსული შესაძლო ცუდისგან და მისგან გამოწვეული შედეგებისგან, ადვილი ხდება, წარმატებით მართოთ საკუთარი კარიერაც, სასიყვარულო ურთიერთობაც და ოჯახური თანაცხოვრებაც.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მზის ჩასვლა და გულის წასვლა“ - ალექსანდრა პაიჭაძე ინდონეზიაში მოგზაურობს

„სიყვარული არის ბედნიერება“ - ქეთი ძიგუას და ლევან ქარაზანიშვილის რომანტიკული კადრები

19 ივნისს ქირონი კუროს ნიშანში გადადის - რისგან შევიკავოთ თავი და როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია სასიკეთოდ?

წყარო: tbiliselebi.ge