Digest Logo

რატომ დაგროვდა ბრაზი ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში? - „ისტორიული მემკვიდრეობა და საქართველოს ვალია, რომ ტკივილი გარდავქმნათ სიყვარულად“

1772437357
თეო ხაბულიანი

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მისიის შესახებ საუბრობს.  

მისი თქმით, ქართველ ხალხში მძაფრად იგრძნობა ბრაზი, აგრესია და გულში ჩაკლული ტკივილი. ეს ემოციური მდგომარეობა არ არის შემთხვევითი, ის სწორედ იმ ისტორიული ტრავმების და მრავალსაუკუნოვანი ძალადობის შედეგია:

„თითქმის ყველა ეპოქაში ჩვენ უდიდესმა იმპერიებმა გადაგვიარეს გადაგვთელეს, მაგრამ საქართველო დარჩა, გადარჩა, ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია და ჩვენი მისია მშვიდობის და სიყვარულის გავრცელებაა. ტყუილად არ არის საქართველოში ამხელა მადლი. ჩვენ შეიძლება არ გვაქვს სხვა ქვეყნებივით უდიდესი ტერიტორია, იმხელა ეკონომიკა და სხვა, მაგრამ გვაქვს მთავარი, მადლი რომელზე ძვირფასიც არაფერია.

ეს პოსტი არ მივიღოთ როგორც ეგოს გამოძახილი, რომ ასეთები ვართ და ისეთები ვართ, ეს უნდა მივიღოთ როგორც მადლიერება სამყაროსგან ღმერთისგან, რომ ამ მადლის ნაწილნი ვართ. ქართველ ხალხში მძაფრად იგრძნობა ბრაზი, აგრესია და გულში ჩაკლული ტკივილი. ეს ემოციური მდგომარეობა არ არის შემთხვევითი ის სწორედ იმ ისტორიული ტრავმების და მრავალსაუკუნოვანი ძალადობის შედეგია.

ამიტომ დაგროვდა ბრაზი ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში. საქართველო იმყოფებოდა ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, რაც მისთვის ორმხრივი გამოწვევა იყო ქვეყანა მუდმივად ომში იმყოფებოდა, არაბები, მონღოლები, ოსმალები, ირანელები, რუსები წარმოიდგინეთ რამხელა სახელმწიფოების თავდასხმებს ვიგერიებდით.

სოფლები იწვოდა, ბავშვებს იტაცებოდნენ, სიწმინდეებს გვინგრევდნენ. მოსახლეობა უყურებდა განადგურებას, ღალატს და უცხო ქვეყნების ზეწოლას რამაც გამოიწვია დაუცველობის ქრონიკული განცდა და სწორედ ეს არის სათავე იმ აგრესიისა რაც ამ დრომდე მოჰყვა ქართველს.

იყო შემთხვევები, როცა წმინდა და მართალ ადამიანებს კლავდნენ ან დევნიდნენ ამან კი წინაპრებში გამოიწვია სევდა, მრისხანება და იმედგაცრუება. ეს ტკივილი გადაიქცა ემოციად ბრაზად, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ეს არ არის უბრალოდ ცუდი ხასიათი, ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა და სწორედ ის არის ახლა საქართველოს ვალი, რომ ტკივილი გარდავქმნათ სიყვარულად. ქართველ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი სულიერი ბირთვი და განკურნება უკვე გააქტიურებულია.

დღეს უკვე ბევრმა დაიწყო სულიერი გზის ძიება შინაგანი სიმშვიდის მოპოვება, სიბრძნის გამოღვიძება, ლოცვები, რადგან გრძნობენ რომ კურნების დროა.

შოთა რუსთაველს გენიალურად აქვს მოწოდებული ჩვენთვის წინასწარ ხედვა და ქაჯეთის ციხე რომელიც იქ არის აღწერილი არ არის ფიზიკური ადგილი. ის სიმბოლოა შინაგანი დაბრკოლების, ეს ციხე ჩვენშია და ახლა ჩვენი მისიაა თითოეულ ჩვენგანში ამ ციხის გატეხა. ის არ გვაძლევდა სიყვარულის ბოლომდე გამოვლენის და სიმშვიდის დამკვიდრების საშუალებას ამიტომ პროცესი დაიწყო ქართველი უკვე შიგნიდან ტეხს ქაჯეთის ციხეს.

შიშები, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა წარსულს ჰბარდება. როცა ადამიანი საკუთარ ტკივილს აღიარებს და შეიცნობს არა როგორც სისუსტეს, არამედ როგორც ძალას ის განიწმინდება. ერთად როგორც მადლის გამავრცელებელმა ერმა უნდა ვიმოქმედოთ არა წინააღმდეგობის ენით, არამედ ერთიანობის და სიყვარულის ენით.
ქაჯეთის კარები ტყდება მაგრამ არა მახვილით, არამედ შიდა ცვლილებით.

საქართველო მაღალი ვიბრაციის ქვეყანაა, სულიერი ცენტრი დროა სიყვარულით მოვეპყროთ მას თითოეული ჩვენგანი. საქართველო მარტო მიწა კი არ არის თითოეული ჩვენგანი ვართ. უძველესი ცოდნა, რომელიც საქართველოშია დაცული, გამჟღავნებას იწყებს.

უამრავი წმინდანის სიტყვებით მათ შორის მამა გაბრიელის, ნათელია რომ დიდი განსაცდელის შემდეგ იქნება განწმენდა და სულიერი აღორძინება. ქვეყანა, რომელიც მუდმივად იჩაგრებოდა გაბრწყინებას იწყებს და სწორედ აქედან გავრცელდება სიყვარული, მშვიდობა და მადლი მთელს დედამიწაზე.

არიან ადამიანები ქართველები, რომლებსაც გაეცინებათ ამ პოსტზე და დასცინებენ საქართველოს, მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა ჩაიხედეთ გულში და დაუსვით თავს კითხვა, ის სულის სიმტკიცე, რომელიც ოდითგანვე გვქონდა, ის გაუტეხლობა, რომელიც ოდითგანვე გვქონდა, ოს ფაქტი, რომ ვერასდროს გაგვაქრეს რუკიდან ასეთი პატარა ქვეყანა, ნუთუ არ მეტყველებს იმაზე რომ ეს მადლმოსილი ტერიტორიაა?

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამდენი საუკუნე ლოცულობდნენ ამ ქვეყნისთვის განდეგილნი“, - წერს თეო ხაბულიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გვაქვს ტრანსფორმაციული, მნიშვნელოვანი პერიოდი და უნდა ველოდოთ თუ არა მტკივნეულ მოვლენებს, სირთულეებს - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

„ყველა დარდი და სევდა გაქრება, კარგად ვიქნებით“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

🎥 „აღარც დასვენება მინდა, აღარც დაბადება, აფეთქება იყო ბურჯ-ხალიფასთან“ - რას ამბობს ინფლუენსერი, რომელიც დუბაიში „ჩარჩა“