2026 წლის 3 მარტს, თბილისის დროით დღის 15:33 საათზე, ჩვენ არა მხოლოდ სავსემთვარეობას, არამედ მთვარის დაბნელებასაც ვიხილავთ, იშვიათ ეგრეთ წოდებულ „სისხლიან მთვარეს“.
ასეთი მოვლენები მხოლოდ ემოციებს კი არ ამძაფრებს, არამედ ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც ცვლის. ეს არის დასრულების, წარსულის გაშვებისა და ახალი ფურცლის დაწყების დრო.
მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებსა და მიმდინარე კვირის პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა ისაუბრა:
„დაბნელებების დერეფანი არის სივრცის და დროის გარკვეული ინტერვალი, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა უნდა გავიაროთ. გვიწევს ჩავერთოთ ამ პროცესში რაღაცით, გადაწყვეტილებები მივიღოთ, დავაბალანსოთ, კორექცია შევიტანოთ რაღაცებში.
მერკური რეტროგრადულია, უკან მავალი, ესე იგი სამყაროდან ამ ციკლში გვაქვს საშუალება, დავაკორექტიროთ გარკვეული სიტუაციები.
გარდა ამისა, ეს დაბნელება შედარებით უფრო რთულია, რადგან დედამიწას თავისი სუნთქვის ფაზები აქვს, რასაც ახლა გავდივართ. ერთი თვე გავიარეთ ფაქტობრივად და მეორე გველის აგვისტოში.
რატომ გვაქვს ტრანსფორმაციული და მნიშვნელოვანი პერიოდი?
- სატურნმა 30-წლიანი ციკლი დაასრულა.
- ნეპტუნმა 156-წლიანი ციკლი გაიარა და ერთ წერტილში მოექცნენ.
- ერთ-ერთი ციკლი თევზების ზოდიაქოს ნიშნიდან უნდა გადავიდეს მერწყულის ნიშანში.
რატომ არის მტკივნეული მოვლენები და სირთულეები ბოლო პერიოდში?
სატურნი არის პლანეტა მატერიალიზმის, ფიზიკური სტრუქტურის პლანეტა, ნეპტუნი კი რომელთანაც ახლა თითქოს შეხმატკბილებულია, არის პირიქით, „გაბლარული“, ქაოსის პლანეტა. ორივე პლანეტა ერთ წერტილში იწვევს ვარდისფერი სათვალის მსხვრევას, სამზეოზე ბევრი რამ გამოვა გლობალურად. საკმაოდ მტკივნეული მომენტების წინაშე შეიძლება დადგეს“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა დარდი და სევდა გაქრება, კარგად ვიქნებით“ - რას წერს ზურა შევარდნაძე