Digest Logo

რატომ ძალადობენ პარტნიორზე და როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა? - დეტალური პროგნოზი

1648804809
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის საზომი აპარატი ჯერ არ გამოუგონიათ, მაგრამ ცხადია რომ თითოეულ ადამიანს თავისებურად უყვარს, თავისებურად გამოხატავს, ან არ გამოხატავს ამ სიყვარულს, ზოგი ძალზე ემოციურია, სხვა – თავშეკავებული და ა.შ.

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენლებს, ამ განსხვავებებთან ერთად, საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ. თურმე სასიყვარულო ურთიერთობები დამოკიდებულია არა  მხოლოდ იმაზე რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად გყავთ ლილიტი. ე.წ. შავი მთვარე. 

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია სასწორისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნები. თუ ლილიტი სასწორში გყავთ მოსალოდნელია პარტნიორის მხრიდან ღალატი, ხოლო თუ ლომში, მაშინ შესაძლოა, თქვენ თქვენი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყოთ.

რაც შეეხება ზოგადად როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა ცაგარელის პროგნოზი ასეთია:

ცეცხლის სტიქია

♈ვერძი - მისთვის მთავარია უშიშარი, მეომრული სულისკვეთება ხასიათში. მისთვის ცრემლები და სენტიმენტალური სიყვარული მიუღებელია. ვერძი ვერ იტანს ტყუილს, თუ ერთხელ შეგამჩნიათ, დამთავრდა ყველაფერი. ერთ მშვენიერ დღეს თუ მობეზრდით, დაგსვამთ და მშვიდად გეტყვით, რომ თქვენს შორის ყველაფერი დამთავრდა.

ლომი - ერთ-ერთი საუკეთესოა სიყვარულში, ძალიან ელეგანტური და გრაციოზულია, ჯენტლმენური პატივისცემა აქვს პარტნიორის მიმართ. ძალიან უყვარს ბავშვები და გადაყოლილია შვილებზე.

♐მშვილდოსანი - მის სიყვარულს სჭირდება მოგზაურობა, ხშირად ტურებში უყვარდება პარტნიორი, არიან მოფლირტავეები და ალფონსები, რა თქმა უნდა, ყველა მშვილდოსანი ასეთი არ არის, მაგრამ ხშირად შეხვდებით ასეთებს.

მიწის სტიქია

♉კურო - ამ ნიშანს მართავს სიყვარულის პლანეტა ვენერა, ამიტომ ის ერთდროულად რომანტიკოსიცაა და პრაგმატიკოსიც. შეიძლება დღეს გიმღეროთ დითირამბები და ხვალ აგარჩევინოთ კაფელი სახლისთვის. მისთვის სიყვარული კომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. მისთვის მთავარია ოჯახური გარემო და ერთგულება, თუ ღალატზე დაგიჭირათ იქ დამთავრდა ყველაფერი. 

♍ქალწული - ძალიან რთულია მათთან ურთიერთობა, ხშირად რჩებიან ისინი სიყვარულის გარეშე. მათ უნდათ ელეგანტური, დახვეწილი მოწესრიგებული მეორე ნახევარი, ამასთან მათი თვალი ამჩნევს წვრილმანებს და ხშირად აქვს გესლიანი ენა. თუ პირველ პაემანზე რაიმე ესთეტიკური თვალსაზრისით არ მოეწონა, მეორე პაემანი არ იქნება.

♑თხის რქა - ყველაზე ცივი პარტნიორია, მისგან გამორიცხულია რომანტიკა და ლექსები, ისინი სიყვარულს საქმით ამტკიცებენ. არიან დასუფთავებულები, დაწკიპინებულები და თავდაჭერილები. მათთან აუცილებელია საქმიანი მიდგომა გამოაჩინოთ. დიდი მოთმინება გმართებთ, რომ იგრძნოთ მისი სიყვარული.

ჰაერის სტიქია

♊ტუპები - ყველაზე მოფლირტავე ნიშანია, მისთვის მთავარია ინტელექტუალური თანხვედრა. თუმცა სიყვარულის ადგილი გულშია და არა ტვინში. ხშირად ტყუპი გაორებულია, ვერ იგებს უყვარს თუ არა. ის არ არის ეჭვიანი და ბევრ რამეს უბრალოდ ვერ ამჩნევს. 

♒მერწყული - ამათმა დიდი სიყვარული არ იციან, მათ სჭირდებათ თავისუფლება. მათ თავისუფლების გარეშე სიყვარული ამძიმებთ. მათთვის სახლს სასტუმროს ფუნქცია აქვს. უნდა მივიდეს დაიძინოს და დაისვენოს, სახლს ვერ ეგუებიან, ამიტომ მას უნდა მისცეთ თავისუფლება.

♎სასწორი - ის ძალიან მგრძნობიარე, მოსიყვარულე, ელეგანტური და დახვეწილია. ის დიდ ყურადღებას აქცევს სურნელს, ხმის ტემბრს და ზოგადად ფორმას. თუმცა აქვს გამოხატვის თავისებურება, შეიძლება დილით რომანტიკული იყოს, საღამოს კი დისტანცირდეს.

წყლის სტიქია

♋კირჩხიბი - მან სასწაული სიყვარული იცის, ცრემლებით, რომანტიზმით, სიმღერებით ყველაფრით გამოხატავენ სიყვარულს, მაგრამ საშინლად მოწებება იციან, 9-ჯერ დაგირეკავს დღეში, შემაწუხებლები ხდებიან.

მორიელი - მან იცის სიყვარული, მაგრამ თავისებური. მას არ უყვარს ტყუილი, მისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური ტემპერამენტი და საქმე. თუ პარტნიორი ატყუებს ან მასთან კარგად ვერ გრძნობს თავს, აუცილებლად დაშორდება.

თევზები - ის ძალიან ჰგავს კირჩხიბს, საოცარი სიყვარული შეუძლია, არის მგრძნობიარე, გულმოწყალე და რომანტიკულია. არნახულად ლამაზი სიყვარული იცის და ძალიან მზრუნველია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მნიშვნელოვანი და ახალი საქმეები არ წამოიწყოთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵დღეს ახალმთვარეობაა - იფიქროთ მხოლოდ კარგსა და სასიამოვნოზე

🔵ვწუხვართ მთელი სულითა და გულით, ის დედამთილზე დედამთილია - როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები?