Digest Logo

რატომ ეწყობა ერთმანეთს უსიამოვნებები, როგორ დავადგინოთ არის თუ არა სახლი დაწყევლილი და ვართ თუ არა გათვალული

1722590807
დაწყევლილი სახლი

წყევლა, ჯადო, გათვალვა რომ კარგს არაფერს მოასწავებს, ეს ყველამ იცის. ვერც იმას დაიჩემებთ, მე ამას ვინ გამიკეთებს, არავისთვის არაფერი დამიშავებიაო - მტერი ყველას ჰყავს... ამქვეყნად რა დალევს ბოროტსა და შურიანს. თანაც, ამ ყველაფრის რომ არც გწამდეთ, რა დაშავდება, თუ ბნელი ძალების გავლენის სიმპტომებს გაეცნობით და რამე საეჭვოს შენიშვნისთანავე, ნაცად საშუალებებს მიმართავთ.

ასე, სხვისი დახმარების გარეშეც შეძლებთ, უბედურება თავიდან აიცილოთ.

- ცუდი ამბები მიეწყო ერთმანეთს: ბევრს ავადმყოფობთ, გახშირდა სკანდალები სახლში, სამსახურშიც პრობლემებია და შესაბამისად, ფულიც გამოგელიათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი „ცუდადაა”. სახლში ამ უბედურების მიზეზი კი, დიდი ალბათობით, წყევლა და ჯადოა, ანდა ბოროტისგან პირადად თქვენ ხართ გათვალული...

- როგორ უნდა დავადგინოთ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ბოროტი ძალებია?

- ბოროტი თვალის არსებობას მოასწავებს შემდეგი ნიშნები, თუ: სახლში იპოვეთ უცხო ნივთები, ზღურბლზე ჭუჭყისა და სიბინძურის პატარა გროვა აღმოაჩინეთ, კარის ჩარჩოებში კი - ნემსის ან ქინძისთავის გადატეხილი ნარჩენები; ასევე, თუ სახლში მცენარეები ხმება, ცხოველები უცნაურად იქცევიან, საკვები სწრაფად ფუჭდება... და ეს ყველაფერი ხდება მიმდინარე ცხოვრებისეული უსიამოვნებების ფონზე. სიტუაცია არასასიამოვნოა, მაგრამ თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც მასში აღმოჩენილა. სამწუხაროა, მაგრამ შური და სხვა მანკიერებანი ცუდ ადამიანებს სიმშვიდეს არ აძლევს და ბოროტ თვალს მეგობრისთვისაც კი არ „იშურებენ“. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ასეთი საყოფაცხოვრებო წყევლა, როგორც წესი, საკმაოდ ადვილი მოსახსნელია, რადგან მოყვარულებიც კი აკეთებენ ამას.

- რა უნდა ვქნათ?

- ამ სიტუაციას რომ გაუმკლავდეთ, არსებობს სამი გზა. პირველია: „დაივიწყო” და არაფერი გააკეთო - გჯეროდეს, რომ ყველაფერი თავისით „მოგვარდება”. ამ შემთხვევაში, წყევლის ეფექტი დროთა განმავლობაში მართლაც შესუსტდება. მაგრამ მისმა შედეგებმა შეიძლება სიცოცხლე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოგიწამლოთ. წვრილმანი წარუმატებლობები და უსიამოვნო სიურპრიზები 10 წლის შემდეგაც კი არ ქრება. მეორე გზაა, მიხვიდეთ პროფესიონალთან. ათასი ჯურის მკითხავსა და მკურნალს შორის უნდა მოძებნოთ კეთილსინდისიერი, რათა განზრახ არ გააზვიადოს პრობლემა და „ბუზი სპილოდ არ აქციოს“. ასეთ შემთხვევაში პროცედურა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, შედეგი კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იქნება გარანტირებული. თანაც, კიდევ ბევრი „მაგიური სენი“ აღმოგაჩნდებათ, სასწრაფო მკურნალობას რომ საჭიროებს. მესამე მეთოდი, როგორც ჩანს, ყველაზე საიმედოა. გააკეთეთ ყველაფერი თავად, სრულიად უფასოდ და გარანტირებული შედეგით.

- რა მეთოდებია ასეთი?

- მთავარია, არ შეგეშინდეთ და იმ 9 ხერხის გამოყენებისას, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ყველაფერი სწორად გააკეთოთ. აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება.

1. სახლიდან გაიტანეთ უცნობი საგნები. რასაც საეჭვოდ მიიჩნევთ, სანაგვეში გადაყარეთ. მათი ხელის ხლების კი, არ შეგეშინდეთ, მთავარია, სახლში არ გააჩეროთ.

2. თუ ზღურბლზე ჭუჭყის გროვას აღმოაჩენთ, მაშინვე მოაშორეთ. შურისძიება კარიდან იწყება.

3. მას შემდეგ, რაც საეჭვო ნივთებს მოიშორებთ, მთელი ბინა სველი წესით კარგად დაასუფთავეთ და დაალაგეთ. კუთხე-კუნჭულშიც არ დატოვოთ მტვერი და აბლაბუდა. შემდეგ გახსენით ფანჯრები და ოთახი კარგად გაანიავეთ. დაწმინდეთ ფანჯრები - დადებითი ენერგია სახლში სუფთა მინის საშუალებით უნდა შემოვიდეს. ასეთი ზომები სახლს ყველა უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს.

4. თუ მცენარეები წყევლამ და ჯადომ დაღუპა, დაუყოვნებლივ გადააგდეთ და მოიშორეთ ისიც, რომელსაც გაფუჭების ნიშნებს შეატყობთ. საყვარელ ყვავილებთან განშორება ძნელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. კარგი იქნება, თუ ახალ ქოთნებში ახალი ყვავილები დაიკავებს დაზიანებულის ადგილს. უმჯობესია, ისეთი მცენარეები აირჩიოთ, მაქსიმალურად რომ შთანთქავს უარყოფით ენერგიას. მათი სია გრძელია და მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტში.

5. თუ პირად ნივთებში ნემსები ან ქინძისთავები იპოვეთ, ისინიც აუცილებლად გადაყარეთ.

6. ბინის დასუფთავების შემდეგ, უმჯობესია, მისი კურთხევა. ისევ ორი ვარიანტია: მღვდელს უხმეთ და ყველაფერი კანონის მკაცრი დაცვით ჩაატარეთ; ანდა ნაკურთხი წყალი სახლის ყველა კუთხეში აპკურეთ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხეთ - ეფექტი მსგავსი იქნება. ყველა ზემოაღწერილი მეთოდიდან ბინის კურთხევის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ცუდი ენერგია მაინც რჩება სახლში, ის წმინდა წყალსა და ლოცვას ვერ გაუძლებს.

7. შემდეგ საკუთარი სხეულის გაწმენდაა საჭირო. უპირველესად, კარგი ორთქლის აბაზანა მიიღეთ. ორთქლი ადამიანისგან მთელ ნეგატიურ ენერგიას გამოდევნის.

8. სულის განწმენდა, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპია. თუ მორწმუნე ხართ, წადით ეკლესიაში აღსარებაზე. მოინანიეთ ცოდვები და წყენაც ყველას აპატიეთ. აპატიეთ მასაც, ვინც დაგწყევლათ და ჯადო გაგიკეთათ - უთანაგრძნეთ, რადგან ჩადენილი ბოროტება უკვალოდ არ ქრება: მის მქმნელს ის ათმაგად უბრუნდება უკან. თუ მორწმუნე არ ხართ, საკუთარი თავის წინაშე მოინანიეთ ცოდვები. მონანიების ხარისხს კი, სირცხვილის გრძნობა განსაზღვრავს, რომელსაც იმ მომენტში განიცდით. თუ სირცხვილისგან ატირდით კიდეც, ეს სულის ფაქტობრივ გაწმენდას ნიშნავს და ცრემლებთან ერთად, მთელი უარყოფითი ენერგიაც გაქრება.

9. მონანიების შემდეგ, გულწრფელად დადეთ პირობა, რომ ცუდ საქმეებს აღარ გააკეთებთ. წმინდა სულს „ბოროტება“ ვერ გაეკარება. დაბოლოს, ყოველთვის ეცადეთ, სრულიად უანგაროდ, რაც შეიძლება მეტი სათნოება და თანაგრძნობა გამოიჩინოთ სხვის მიმართ. ეს ფაქტობრივად, პიროვნული „რესტარტია“. კეთილი სიტყვებით გამოხატული მადლიერება პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ, ბოროტი თვალის კვალსაც არ დატოვებს თქვენში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„პირველი ხელფასი საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დამენიშნა 200 ლარი, არ გამოგვივლია იოლი პერიოდი“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური

სოფიო სომხიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

„ეს ის შემთხვევაა, ეს ის კადრია, როცა იცი, რომ არ წაგიგია... ძნელია ასეთ მეტოქეს ჩემპიონობა მიულოცო“ - გოგა ჩანადირი ილია სულამანიძეზე

წყარო: tbiliselebi.ge