პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა:
„ძალიან სევდიანი ფოტოა.
ეს ის შემთხვევაა, ეს ის კადრია, როცა იცი, რომ არ წაგიგია, როცა იცი, რომ აზერბაიჯანელ მოჭიდავეებს არაერთხელ ჩაუთვალეს საეჭვო და საჩოთირო ქულები და მოგება, როცა დამსახურებულად არ მოუგია მეტოქეს, როცა მას მოსაგებადაც არაფერი გაუკეთებია კოცოევს სულამანიძესთან ფინალში, როცა უსამართლობის განცდა გაქვს.
ჰოდა, ძალიან ძნელია, ასეთ მეტოქეს ჩემპიონობა მიულოცო და ამ დროს ხელის ჩამორთმევა და გადახვევა კი მხოლოდ ძიუდოს ეტიკეტის ფორმალური ნაწილიღა ხდება.
მედლის გარეშეც ჩემპიონი ხარ ილია! შენ ჩვენი გული მოიგე. ეს უფრო მთავარია“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვითომ ჩვენ ნაყინი ვჭამეთ და ბუდუს არ ვაჭამეთ“ - შაი ზივზივაძის უსაყვარლესი კადრები
⭕„გამარჯვებული იყავი სულ, შვილო“ - მელიტა ფურცელაძე ილია სულამანიძეს მიმართავს