ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 აპრილის ახალმთვარეობაზე საუბრობს:
„ახალმთვარეობაა ვერძში. თბილისის დროით 15:51-ზე მზე და მთვარე ვერძის 27*29'-ზე ზუსტ შეერთებაში მოვლენ. საინტერესოა, რომ ამ წყვილის 27-ე გრადუსიდან ქირონიც უერთდება ახალმთვარეობა ვერძში ყოველთვის ძლიერი დასაწყისის იმპულსს ატარებს, რადგან ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია - ინიციატივა, გაბედულება, მოქმედება, ინდივიდუალიზმი.
როცა მზე და მთვარე ერთიანდებიან და მათ ქირონი უერთდება, აქ უკვე ჩნდება არა მხოლოდ ახალი დასაწყისის, არამედ ძველი ტკივილის გააქტიურებისა და მისი განკურნების შანსი. ვერძი მართავს ომს, არმიას, ძალას,ამიტომ დაძაბულობის ესკალაციის რისკი მაღალია, განსაკუთრებით იქ, სადაც კონფლიქტი უკვე არსებობს.
აგრეთვე შესაძლოა ვივარაუდოთ ახალი, ძლიერი ფიგურების, ლიდერების გამოჩენა ან არსებული ლიდერების მკვეთრი ნაბიჯები, თუმცა ქირონის ფაქტორი გვაჩვენებს, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ აგრესიის, არამედ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპიც არსებული პრობლემის აღიარებით.
რაც შეეხება პირად დონზე, სწორი დროა, რომ იმუშაოთ თვითშეფასებაზე. ბავშვობის ტრავმებზე ან უარყოფის შიშებზე. 18-იდან კი იდეალური პერიოდი იქნება ახალი პროექტის დასაწყებად, ან იმ საქმეებისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება პირადი ინიციატივის გამოჩენა.
მომდევნო 2 კვირა ბიზნესის დასაწყებებადაც გამოდგება და სპორტდარბაზში, ან სახლში ვარჯიშებისთვისაც.
რაც მთავარი, უნდა ერიდოთ იმპულსურ კონფლიქტებს და ეგოისტურ დაპირისპირებას, ან სწრაფ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. უშუალოდ 17-ში არასასურველია ქირურგიული ჩარევები, განსაკუთრებით კი თავის არეში. ზოგადად, ფიზიკური გადატვირთვაც არაა რეკომენდებული, რადგან ტრავმულობის ალბათობა მაღალია. ასევე მაღალია ავარიების რისკი, მოერიდეთ ცეცხლსასროლ და მჭრელ იარაღებს. იზრდება ხანძრის გაჩენის, ძალადობის, აგრესიის საშიშროებებიც.
მოკლედ, თუ ვერძის ენერგია ქაოსში წავა, მივიღებთ კონფლიქტს.
თუ მას გაცნობიერებულად სწორ მიმართულებას მივცემთ, მივიღებთ ძლიერ, ახალ დასაწყისს, ცხოვრების ახალ ეტაპს.
ვინ იხეირებს? ცხადია, ვერძები.
ასევე ლომები, მშვილდოსნები, ტყუპები და მერწყულები. არამხოლოდ მზით, არამედ მთვარითაც და ასცენდენტითაც. მით უფრო თუ, ჩამოთვლილებიდან რომელიმე ამ ნიშნის ბოლო გრადუსებზე ხვდება.
ბოლო - 27, 28, 29, 30 გრადუსებზე ვისაც მზე, მთვარე ასცენდენტი ჰყავს კირჩხიბის, თხისრქის ან სასწორის ნიშნებში - სირთულეებს წააწყდებიან.
დანარჩენებისთვის ნეიტრალურია.
გისურვებთ მაქსიმალურად დადებითად გამოგეყენებინოთ ეს მძლავრი ენერგია, რასაც ვერძის ახალმთვარეობა იძლევა“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 აპრილს საქართველოში
🎥 „დედაჩემს ვუთხარი ბავშვობა დამაკარგვინეთ-მეთქი...“ - რას ჰყვება ელისო ბოლქვაძე