პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ როდესაც ადამიანი წყვეტს სამყაროსთან ბრძოლას, ის პირველად იწყებს არსებობის განცდას და როცა პირველად ამას ამჩნევ, რომ ცხოვრება აღარ არის მტერი:
„სამყარო ზუსტი კანონზომიერებაა. ქაოსი მხოლოდ გონების ქმნილებაა მაშინ, როცა ის ვერ ხედავს მთლიან სურათს.
გონება გვაჯერებს, რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება, რომ რაღაც უნდა ყოფილიყო სხვანაირად, რომ ადამიანი სხვანაირი უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრება ყოველთვის ჩვენს სურვილს უნდა დაემორჩილოს. მაგრამ სწორედ აქ იწყება ტანჯვა ანუ არა იმაში, რაც მოხდა, არამედ იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მომხდარს.
ეგოს უნდა, რომ სამყარო ისე მოეწყოს, როგორც მას წარმოუდგენია. მას უნდა ადამიანები მოიქცნენ ისე, როგორც მას სჭირდება, მოვლენები განვითარდეს ისე, როგორც მას აწყობს, სიყვარული მოვიდეს იმ ფორმით, როგორც მან დაიხატა, ცხოვრება იყოს მხოლოდ სასიამოვნო, მარტივი და უსაფრთხო. მაგრამ სული არ ებრძვის რეალობას. სული ხედავს, რომ ყოველ წამში არის ღმერთი მაშინაც, როცა გვიხარია და მაშინაც, როცა რაღაც გვტკივა.
რატომ გვგონია, რომ სულ უნდა გვიხაროდეს? ვინ ჩაგვინერგა, რომ თუ რაიმე არასასიამოვნო მოხდა, ესე იგი ცხოვრება არასწორად მიდის? იქნებ სწორედ ის, რაც დღეს არ მოგვწონს, ჩვენი ყველაზე დიდი გაღვიძების კარია? იქნებ ის ადამიანი, რომელიც ვერ მივიღეთ ისეთი, როგორიც არის, გვასწავლის სიყვარულს მოლოდინის გარეშე? იქნებ ის სიტუაცია, რომელსაც ვეწინააღმდეგებით, გვაჩვენებს ჩვენს ყველაზე ღრმა მიჯაჭვულობას?
მიმღებლობა არ ნიშნავს სისუსტეს. მიმღებლობა ნიშნავს რეალობის დანახვას ისე, როგორც არის, გონების პროტესტის გარეშე. როცა იღღებ ადამიანს ისეთს, როგორიც არის, აღარ კარგავ ენერგიას მის შეცვლაზე. როცა იღებ სამყაროს ისეთს, როგორიც არის, უბრუნდები შინაგან სიმშვიდეს. როცა იღებ აწმყოს, აღარ ცხოვრობ გონების ორ უდიდეს ილუზიაში წარსულსა და მომავალში.
წარსული გვტანჯავს სინანულით. მომავალი გვტანჯავს შიშით. მაგრამ აწმყოში, ამ ერთ ცოცხალ წამში, ღმერთი ყოველთვის არის.. აქ არის სიცოცხლე. აქ არის ის, რაც ნამდვილად არსებობს. წინააღმდეგობა ქმნის ტანჯვას. მიღება ხსნის კარს.
და როდესაც ადამიანი წყვეტს სამყაროსთან ბრძოლას, ის პირველად იწყებს არსებობის განცდას.
და როცა პირველად ამას ამჩნევ, რომ ცხოვრება აღარ არის მტერი.
ის აღარ არის რაღაც, რასაც უნდა ებრძოლო, აკონტროლო ან მოერგო ძალით.ის ხდება პროცესი, რომელიც შენს თვალწინ იხსნება წამიდან წამამდე.
ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლეს, რომ ბედნიერება არის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ.მაგრამ არავინ გვასწავლა, რომ ბედნიერება არ არის მუდმივი მდგომარეობა.
ის არის ბუნებრივი შედეგი მაშინ, როცა წინააღმდეგობას ვწყვეტთ. როცა ვამბობთ „ეს არ უნდა ხდებოდეს“,
ჩვენ ვქმნით დაყოფას რეალობასა და ჩვენს სურვილს შორის და სწორედ ამ გაყოფაში იბადება ტკივილი.
შენ ნელ-ნელა ხვდები, რომ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში მოვიდა,მოვიდა არა დასასჯელად, არამედ გასაღვიძებლად.
ტკივილი გიჩვენებს, სად ეჭიდები.შიში გიჩვენებს, სად არ ენდობი. ბრაზი გიჩვენებს, სად გინდა, რომ სხვები შეიცვალონ, რადგან შენ არ გინდა შიგნით ჩახედვა და როცა ამას ხედავ, აღარ გჭირდება გაქცევა.
აღარ გჭირდება ყველაფრის „დადებითად გადაფარვა“.
აღარ გჭირდება საკუთარ თავთან ტყუილი.
მიმღებლობა ნიშნავს სიმართლის დანახვას ყოველგვარი ფილტრების გარეშე.
შენ აღარ ცდილობ, რომ ყოველთვის კარგად იგრძნო თავი.
შენ იწყებ ნებართვას საკუთარ თავთან, რომ იგრძნო ყველაფერი.
და სწორედ მაშინ მოდის სიღრმისეული სიმშვიდე,რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება გარეთ.
ყველაფერი მოდის და მიდის, მაგრამ ის, ვინც ამას აკვირდება ყოველთვის აქ არის.ხვდები, რომ არც წარსული გმართავს და არც მომავალი.რომ ყველაფერი, რაც რეალურად არსებობს, არის ეს ერთი წამი და ამ წამში შენ სრულიად საკმარისი ხარ. უბრალოდ ყოფნა.
სამყარო არ ჩქარობს და არ აგვიანებს. ის ზუსტად იმ მომენტში გვაძლევს გამოცდილებას, როცა მზად ვართ დავინახოთ და თუ ვერ ვხედავთ, იგივე გაკვეთილი ისევ ბრუნდება სხვა ფორმით, სხვა ადამიანით, სხვა სიტუაციით, გაცნობიერებისთვის.
ყოფნა არის მდგომარეობა, სადაც შენ აღარ ხარ გონების წინააღმდეგობაში. შენ აღარ ცდილობ, რომ ცხოვრება იყოს სხვა. შენ აღარ ხარ მუდმივ შეფასებაში „ეს კარგია“, „ეს ცუდია“, „ეს არ უნდა ხდებოდეს“.
შენ უბრალოდ ხედავ და განიცდი.
ყოფნა არის სუფთა აღქმა, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ეს მართლა არ არის რაიმე მისტიკური მდგომარეობა, რომელსაც უნდა „მიაღწიო“.ეს უკვე არის. უბრალოდ გონება გვაშორებს მას, რადგან მუდმივად წარსულსა და მომავალში.
ყოფნა არ რეაგირებს ავტომატურად. ის ხედავს მთლიანობას. ცხოვრება არ არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყვიტო. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა განიცადო და როცა ამას უშვებ, სამყარო აღარ გეჩვენება ქაოსად.ის იწყებს გახსნას როგორც ზუსტი წესრიგი,რომელშიც შენ უკვე ხარ, ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები.
საერთოდ სიბრძნე არ მოდის იმით, რომ მეტს იგებ,ის მოდის მაშინ, როცა ზედმეტს ტოვებ. როცა აღარ გჭირდება ყველაფრის ახსნა, აღარ გჭირდება ყველაფრის კონტროლი, აღარ გჭირდება ყოველთვის მართალი იყო.
რაც მეტად ეჭიდები, მით მეტად გეცლება ხელიდან.
რაც მეტად უშვებ, მით მეტად მოდის თავისით.
ადამიანი იტანჯება არა იმით, რაც ხდება,არამედ იმაზე, რასაც ფიქრობს, რომ უნდა ხდებოდეს.
სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ გარეთ არაფერია არეული.
სიმშვიდე ნიშნავს, რომ შიგნით აღარ ებრძვი არაფერს.
ყველაზე მძიმე ტვირთი ის არის, როცა ცდილობ იყო ის, ვინც არ ხარ და ყველაზე დიდი თავისუფლებაა
როცა ბრუნდები საკუთარ ბუნებასთან. არაფერია მუდმივი არც ტკივილი, არც სიხარული, მაგრამ არის რაღაც, რაც არასოდეს იცვლება ის, ვინც ამ ყველაფერს აკვირდება.
რაც არ მიიღე საკუთარ თავში, იმას ყველგან გარეთ შეხვდები.
რაც არ აპატიე,
ის ისევ და ისევ შეგახსენებს თავს.
გონება ყოველთვის ხმაურობს. ყოფნა ყოველთვის ჩუმია და სწორედ ამ სიჩუმეშია ჭეშმარიტება. მადლიერება არ არის სიტყვა ეს არის მდგომარეობა, სადაც შენ ხედავ,რომ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც ამ წამს გჭირდება.
ნუ ეძებ საკუთარ თავს მომავალში.
შენ იქ ვერასოდეს იქნები.
შენ ყოველთვის აქ ხარ.
რაც მეტად ცდილობ იპოვო ბედნიერება,
მით უფრო შორდები მას.
რადგან ის არ არის ობიექტი ის არის შენი ბუნება, როცა აღარ ეძებ“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი ხარ, ანათებ“ - თიკა ჯამბურიას ახალი ფოტოები სოცქსელიდან