„ყველას გვინდა, რომ ცხოვრება მაქსიმალურად სავსე იყოს კარგი მოვლენებით, ჰარმონიით და გაგებით, მაგრამ ხშირად საპირისპიროს ვიღებთ და თუ ეს შეცდომა კი არა, ზუსტად გათვლილი სამყაროს ჩანაფიქრია?“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი წერს.
მისი თქმით, „ცუდი“ ადამიანი გაჩვენებთ იმას, რასაც მეგობარი ვერ გაჩვენებს. მეგობრები და ახლობლები ცდილობენ მიგიღონ ისეთად, როგორიც ხართ:
„რატომ გზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „ცუდ“ ადამიანებს?
მოულოდნელი საჩუქარი თქვენი ძალისთვის!
ხშირად გვგონია, რომ ზოგი ადამიანი თითქოს მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ დღე გაგიფუჭოს. ისინი გაკრიტიკებენ, პროვოცირებენ, გაღიზიანებენ. და ამ დროს თავში ჩნდება ერთი კითხვა:
„რატომ შემხვდა ჩემს ცხოვრების გზაზე სწორედ ეს ადამიანი?“
ყველას გვინდა, რომ ცხოვრება მაქსიმალურად სავსე იყოს კარგი მოვლენებით, ჰარმონიით და გაგებით, მაგრამ ხშირად საპირისპიროს ვიღებთ და თუ ეს შეცდომა კი არა, ზუსტად გათვლილი სამყაროს ჩანაფიქრია?
როგორც ლაო-ძი ამბობდა: „როდესაც სამყაროში გაიგებენ, რომ მშვენიერი მშვენიერია, მაშინ ჩნდება ულამაზოც“.
თქვენი „გამღიზიანებელი“ უბრალოდ საპირისპირო პოლუსია, რომელიც გეხმარებათ უფრო მკაფიოდ შეიგრძნოთ და განსაზღვროთ საკუთარი ბუნება, დაინახოთ და დააფასოთ მშვენიერება. სიბნელის გარეშე სინათლეს ვერ გააცნობიერებთ.
„ცუდი“ ადამიანი გაჩვენებთ იმას, რასაც მეგობარი ვერ გაჩვენებს. მეგობრები და ახლობლები ცდილობენ მიგიღონ ისეთად, როგორიც ხართ. რთულ სიტუაციებში მხარს გიჭერენ, საუბრებში კი მწვავე კუთხეებს არბილებენ. ერთი მხრივ ეს მშვენიერია, მაგრამ მეორე მხრივ კრიტიკული ხედვის არქონის გამო შეიძლება განვითარებაში გაჩერდეთ.
„ცუდ“ ადამიანებს ასეთი სენტიმენტები არ აქვთ , ისინი ზუსტად იქ აჭერენ, სადაც გტკივათ.
მათი მთავარი მიზანი (ხშირად არაცნობიერი) გამოიწვიონ თქვენში ძლიერი ემოციური რეაქცია: ბრაზი, წყენა, პანიკა. ამ მომენტში თქვენ კარგავთ შიდა საყრდენს და ცნობიერ მდგომარეობას, საკუთარ ენერგიას კი სხვას გადასცემთ.
ამ დროს მთავარი ამოცანაა, არ მისცეთ მათ ეს „საკვები“, არ მოახდინოთ რეაგირება. დააკვირდით ემოციის აფეთქებას საკუთარ თავში, როგორც ცაზე გამავალ ღრუბელს და მიეცით საშუალება გაიფანტოს, სიტყვასა თუ ქმედებაში მისი განხორციელების გარეშე. ეს არის თვითკონტროლის უმაღლესი პრაქტიკა და ნამდვილი შინაგანი ძალა.
კონფუცი ამბობდა:
„საკუთარ თავზე გამარჯვება და წესრიგთან დაბრუნება - ეს არის ჭეშმარიტი ძალა“.
გარე მტერზე გამარჯვება არაფერია საკუთარ თავზე გამარჯვებასთან შედარებით. სინამდვილეში „ცუდი“ ადამიანი თქვენს ცხოვრებაში - უფასო და ძალიან მოტივირებული ცნობიერების მწვრთნელია. ის დაუღალავად ქმნის სიტუაციებს, სადაც თქვენი ცნობიერება, ყოფნის უნარი და მიუმაგრებლობა გამოცდას გადის.
ის გასწავლით იმას, რასაც სიჩუმეში და სიმშვიდეში ახლობლები ვერ გასწავლიან.
გაკვეთილი, რომლისთვისაც გადახდა არ გიწევთ. ყოველი „ცუდი“ ადამიანი სარკესავით გაჩვენებთ:
სად ხართ ზედმეტად დამოკიდებული სხვის აზრზე;
სად არ გაქვთ ჩამოყალიბებული საზღვრები;
სად გინდათ ყველას მოეწონოთ;
სად გიჭირთ სიმართლის თქმა;
სად გეშინიათ კონფლიქტის და ეს ფასდაუდებელი ინფორმაციაა.
მეგობარი ასეთ მასალას ზრდისთვის ვერ მოგცემთ. სამყარო კი - შეძლებს. და ამას „ცუდი“ ადამიანების მეშვეობით აკეთებს.
პრაქტიკა: როგორ გადააქციოთ გაღიზიანება ბრილიანტად
გააცნობიერეთ ეს და მადლობა გადაუხადეთ ამ ადამიანს.
კონფლიქტის დროს ან მის შემდეგ გონებაში თქვით:
„მადლობელი ვარ. შენ ჩემი დღევანდელი მასწავლებელი ხარ. აქ ხარ იმისთვის, რომ მაჩვენო, სად ვკარგავ სიმშვიდეს“.
და შემდეგ კითხვის ნაცვლად: „რატომ მხვდებიან ასეთი ადამიანები?!“
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
„რას უნდა მასწავლიდეს ეს სიტუაცია?“
ცნობიერების უმაღლესი დონე ის კი არ არის, როცა „ყველა კარგია“, არამედ ის, როცა თქვენი შინაგანი წონასწორობა არ არის დამოკიდებული იმაზე, როგორი ადამიანები არიან გვერდით.
ამავე დროს, ცნობიერება არ ნიშნავს ძალადობის, დამცირების ან ტოქსიკურობის მოთმენას.
ცნობიერება ნიშნავს - ნათლად ხედვას, გააზრებულ და ბრძნულ ქმედებას, და არა ისტერიკიდან მოქმედებას.
ივარჯიშეთ ცნობიერებაში. იმ ადამიანებთანაც კი, ვინც თითქოს ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს.
სწორედ აქ არის თქვენი ძალის გასაღები“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დაასახელა