დღეს, 2026 წლის 29 ივლისს, თბილისის დროით 18:37 საათზე - განსაკუთრებული მოვლენა გველის: „ირმის მთვარე“.
ეს არ არის მხოლოდ თვის ემოციური პიკი, ეს მთვარის კვანძების გადაადგილების შემდეგ დამდგარი პირველი სავსემთვარეობაა, რაც მის ენერგიას მრავალჯერ აძლიერებს.
🌕 სიმბოლიკა და ენერგია:
ეს სავსემთვარეობა ლომისა და მერწყულის ღერძზე ხდება და ქმნის ძლიერ დაძაბულობას პირადი აღიარების სურვილსა (ლომი) და გუნდის ნაწილად ყოფნის, თავისუფლებისა და ინოვაციების მხარდაჭერის სწრაფვას (მერწყული) შორის.
♒️მერწყული მომავლის, თავისუფლებისა და არასტანდარტული აზროვნების ნიშანია. ის არ ითმენს არც სიყალბეს და არც კომპრომისებს. ამ სავსემთვარეობის პერიოდში ყველაფერი ფარული ზედაპირზე ამოვა: ტოქსიკური კავშირები, მცდარი რწმენები და კომპრომისები საკუთარ თავთან.
🦌 რატომ „ირმის მთვარე“❓
ეს სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხების ტრადიციებიდან მომდინარეობს: ივლისში ახალგაზრდა ირმებს ახალი რქები ეზრდებათ. ეს განახლების მძლავრი სიმბოლოა - ძველი „გარსის“ მოშორება და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
✨ ამ პერიოდის მთავარი მიზნები ⤵️
✅ გადაფასება და გაშვება. სავსე მთვარე შეჯამებას აკეთებს. გაუშვით ძველი როლები, მაგალითად, „მხსნელისა“, ან „მთავარი გმირის“ ამპლუა. მოიშორეთ ისეთი ჩვევები და რწმენები, რომლებიც თქვენს ზრდასა და განვითარებას აღარ ემსახურება.
✅ გამჭრიახობა, მიგნებები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები. გონება ახლა განსაკუთრებით მახვილია. არ გამოგეპაროთ შთაგონების მოულოდნელი გამონათებები - მათ შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ თქვენი ცხოვრება. ბევრი იპოვის გამოსავალს ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციებიდან. ⠀
✅ „თქვენიანების“ ძიება. თანამოაზრეების მოძებნის და გუნდში ახალი ადგილის დაკავების დროა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად იმ ადამიანების გარემოცვაში ხართ, ვინც თქვენსავე ბუნებას შეესაბამება?
✅ თვითრეალიზება. ნუ შეგეშინდებათ თავის გამოჩენის. სამყარო ახლა თამამი ხასიათისა და შემოქმედებითი იდეების მქონე ადამიანებს უჭერს მხარს.
🙏 პრაქტიკები და რიტუალები ⤵️
ეს იდეალური დროა მედიტაციისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, რაც გონების დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
დაკავდით შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობით. შეგიძლიათ მიზნებს გადახედოთ და შემდგომი ნაბიჯები დაგეგმოთ, ან ყურადღება სახლსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაუთმოთ.
⚠️ რას მოვერიდოთ ⤵️
⛔️ იმპულსურ გადაწყვეტილებებსა და კონფლიქტებს - ემოციები ახლა უკიდურესად გამძაფრებულია.
⛔️ მსხვილ ფინანსურ ხარჯებს.
⛔️ ურთიერთობების გარკვევას - განხეთქილება შესაძლოა იმაზე ღრმა აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდით. ⠀
☝️ „ირმის მთვარის“ პერიოდი საკუთარ თავთან გულწრფელობის დროა. გამოიყენეთ ეს ძლიერი ენერგია წარსულისგან გასათავისუფლებლად და იმ მომავლისკენ ნაბიჯის გადასადგმელად, რომლის შექმნაც გსურთ. ნუ შეგეშინდებათ მარტოობის, ზოგჯერ სიჩუმე თავისუფლებისა და ახალი აღმოჩენებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ჭაჭუას შვილი 4 თვის გახდა - „ოფიციალურად ჭკუიდან მშლის“
⭕სავსემთვარეობის 10 ძლიერი აფირმაცია შინაგანი განახლებისთვის ✨
⭕ფსიქოსომატიკა და სიმპტომის ფორმირების სამი ფუნდამენტური თეორია - რას წერს ეკა ჩემია