ასტროლოგიაში, კონკრეტულად კი ჰოროსკოპის ანალიზის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა პლანეტების „კარგ“ და „ცუდ“ კატეგორიებად დაყოფა.
⚖️ „ძლიერი იუპიტერი გაქვს - გაგიმართლებს“ ♃, ან „სუსტი ვენერა გაქვს - ურთიერთობებში პრობლემები გექნება“.
♀ ასეთი დასკვნები ცხადია, ზედაპირულია. პრაქტიკაში ყველაფერი გაცილებით რთულად მუშაობს . მაგალითად, პირად ჰოროსკოპში ძლიერმა სატურნმა ადამიანს შეიძლება დისციპლინა, გამძლეობა, ამტანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა მისცეს, მაგრამ იმავდროულად ხშირად ისეთ ცხოვრების გზაზეც მიუთითებს, სადაც წარმატება ადვილად არ მოდის და ყველაფერი შრომითა და მოთმინებით მიიღწევა.
♂ მაგალითად, იგივე შეიძლება ითქვას მარსზეც . ძლიერი მარსი ადამიანს ენერგიას, გამბედაობას და გამარჯვების უნარს ანიჭებს, მაგრამ ხშირად ეს ენერგია კონკურენციის, კონფლიქტებისა და მუდმივი ბრძოლის ფონზე ვლინდება ⚔️.
მეორე მხრივ, პლანეტის სისუსტეც ყოველთვის უარყოფითი არ არის. ზოგჯერ ჰოროსკოპში სწორედ ნაკლებად გამოხატული პლანეტა ქმნის ნაკლებ დაძაბულობას და ადამიანის ცხოვრებაში ნაკლებ პრობლემას იწვევს.
🔍სწორედ ამიტომ, როდესაც პირად რუკას ვაანალიზებთ, მთავარი კითხვა არასოდეს უნდა იყოს „რომელი პლანეტაა ძლიერი?“.
გაცილებით მნიშვნელოვანია გავიგოთ: რომელ სახლს მართავს ეს პლანეტა, რომელ სახლში მდებარეობს, რომელ პლანეტებთან ქმნის ასპექტს და ყველაზე მთავარი - მთელი ჰოროსკოპის კონტექსტში რა როლს ასრულებს.
🔑შეიძლება სამ ადამიანს ერთნაირად ძლიერი მარსი ჰქონდეს, მაგრამ ერთი წარმატებული ქირურგი გახდეს, მეორე - სამხედრო პირი, ხოლო მესამემ მთელი ცხოვრება კონფლიქტებში გაატაროს. განსხვავებას მარსის ძალა კი არ ქმნის, არამედ ის, თუ როგორ არის ეს ძალა მთლიან ჰოროსკოპში ჩართული. სწორედ ამიტომ არის შეცდომა ჰოროსკოპის მხოლოდ ერთი პლანეტის ან ასპექტის ანალიზი.
ასევე დაგაინტერესეთ: