ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა...“
და რაღაცამ ხომ უნდა ჩაანაცვლოს,
უსამართლოდ ვერ ვცხოვრობ,
მით უმეტეს, თუ რელიგიური ადამიანი ვარ,
და რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა, მას აუცილებლად ჩაენაცვლება,
– რა?
– „და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ“
...
ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ იცნობს, ის აუცილებლად საკუთარი სიმართლით მოქმედებს.
უსამართლოდ არავინ არ მოქმედებს,
უბრალოდ, ყველას თავისი სიმართლე აქვს.
ყაჩაღებს თავისი სიმართლე აქვთ,
კრიმინალებს თავისი სიმართლე აქვთ,
ყველას თავისი სიმართლე აქვს...
არ შეიძლება, რომ სიმართლის გარეშე ადამიანი მოქმედებდეს...
და თუ არ ხარ ჭეშმარიტებასთან, ნამდვილ სიმართლესთან – მაშინ საკუთარი სიმართლით მოქმედებ,
და საკუთარი სიმართლით ამტკიცებ ყოველივეს.
„და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ“,
– რატომ არ დაემორჩილნენ?
– იმიტომ, რომ ვერ ცნობს მას, ვერ ცნობს მას ადამიანი...
ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა
და ეს ყველას გვჭირს,
ვიღაცას კი არ სჭირს – ეს ჩვენ გვჭირს,
ამიტომაც,
სულ გეუბნებით,
რომ მთავარი ჩვენს ცხოვრებაში, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, არის მუდმივი გამოძიება ღვთის ნებისა,
ანუ ღვთის სიმართლისა – იგივეა ეს.
ყველაფერში, აბსოლუტურად,
ყოველ ნაბიჯში,
ყოველ ჩვენს ქმედებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როდის ხდება შფოთვა დაავადება და არა უბრალოდ ხასიათი? ფსიქოთერაპევტის განმარტება