Digest Logo

🎥 „რაც შეიძლება შორს კაზინოებისგან, იყავით ფრთხილად“ - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთ პერიოდში - მიხეილ ცაგარელის რჩევები

1711200790
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „შუადღის“ ეთერში, სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების ერთ პერიოდში მოქცევას განმარტავს და გვიყვება, თუ როგორი იქნება ეს მონაკვეთი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის.

„სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთ პერიოდშია, საკმაოდ რთული პერიოდია და ამით იხსნება ე.წ დაბნელების დერეფანი, ეს დერეფანი 8 აპრილს დაიხურება.

წინ ორკვირიანი მნიშვნელოვანი ზონა გვაქვს, მაგრამ პირველი სამი დღე განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ამ პერიოდში მაღალია შეცდომების დაშვების და ცდუნების ალბათობა, მთვარე მართავს ქვეცნობიერს და ემოციურ ფონს“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

იხილეთ პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის:

ვერძი - მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ, სხვანაირად გააფუჭებთ პარტნიორულ ურთიერთობებს, თუკი ოჯახი ჰყავს ვერძს, შეიძლება დაშორდეს კიდეც, ამის მაღალი ალბათობაა. არ იჩხუბოთ, მოერიდეთ კონფლიქტს

კურო- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კუჭ-ნაწლავთა სისტემას, სასმლის და საკვების ხარისხი აკონტროლეთ, მაქსიმალურად თავდაჭერილი და ტაქტიანი იყავით ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს თქვენი სიხისტის, უტაქტობის და პირდაპირობის გამო. 

ტყუპები - მთავარი პრობლემაა აზარტი, გემატებათ ენერგია, უფრო კომუნიკაბელურები ხდებით, მაგრამ, რაც შეიძლება შორს კაზინოებისგან და აზარტული თამაშებისგან, იყავით ფრთხილად., ეს სამი დღე გაუფრთხილდით საკუთარ თავს. არ გირჩევთ ქორწინებას ეს სამი დღე.

კირჩხიბი - ამ პერიოდში მაქსიმალურად თავდაჭერილი იყავით, შეიძლება სახლში შეცვალოთ დიზაინი. ეს სამი დღე რაც უფრო იუმორისტულ განწყობაზე იქნებით, მით უფრო მალე გაივლით პრობლემებს, ყველაფერს შეხედეთ იუმორით, მიიღეთ მშვიდად და წყნარად.

ლომი - მოტყუების ბევრი მცდელობა იქნება, გადაამოწმეთ ყველაფერი, განსაკუთრებით იურიდიული საბუთები. ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან თქვენი სიხისტე, შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს, სიფრთხილე გამოიჩინეთ სასუნთქი გზების მიმართ.

ქალწული - მთავარი პრობლემაა ფინანსები. ოთხშაბათამდე მოერიდეთ ფინანსურ კაპიტალ დაბანდებას. ზედმეტ ხარჯს მოერიდეთ და მშვიდად გაიარეთ ეს სამი დღე. არ აჰყვეთ ყალბ შემოთავაზებებს.

სასწორი - მაქსიმალური სიფრთხილე, შეიძლება წნევის პრობლემებმა შეგაწუხოთ, თავის ტკივილებმა, ამ ნიშანს პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ურტყამს. სამი დღე კარგ მუსიკასთან, ბუნებასთან კონტაქტი დაგამშვიდებთ. რაც შეიძლება ნაკლები სარისკო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, თქვენზე იქნება ყველაზე მეტი ზეწოლა.

მორიელი - სიფრთხილე გამოიჩინეთ, ფარული ჭორები და ინტრიგებია თქვენს გარშემო ეს სამი დღე, გაგიხსენებენ ძველ ვალებს და ვალდებულებებს, ეს გამოიწვევს დაძაბულობას. 

მშვილდოსანი - ინტერნეტიდან „ფეიკებს“ უფრთხილდით. შეიძლება კარგი ადამიანი გაიცნოს, ფანტასტიკური წინადადება მიიღოს, მაგრამ ყველაფერი აღმოჩნდება ტყუილი, გადაამოწმეთ ყველაფერი.

თხის რქა - ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, კარიერა. პრეტენზიული ხდება თხის რქა, მიიჩნევს, რომ რისი ღირსიც იყო ის არ მისცეს, პრეტენზიული და ძალიან აგრესიულია. ხისტი ხდება ხელმძღვანელებთან, იყავით ყურადღებით. შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ ხელმძღვანელ პირებს, შეიძლება არასწორიც იყოს, მაგრამ რქებს ნუ დაუხვედრებთ, გაატარეთ. დიპლომატია, თავდაჭერაა წინა პლანზე.

მერწყული - ნუ იჩქარებთ საჭესთან, პროვოკაციები იმატებს მგზავრობის დროს. არ აჰყვეთ, საქმეებს ნუ გაარჩევთ. თქვენი კოსმიური გამოცდის პერიოდია. კვებას მიაქციეთ ყურადღება, არ ჭამოთ ისეთი რამე, რაც ღვიძლს გაგიღიზიანებთ.

თევზები - არანაირი ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები, მოითმინეთ ამ სამი დღის კრიზისი, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

⭕„მტანჯავს თავისი არყოფნით და დანაშაულის გრძნობით ყველაფრის გამო, რაც როდისმე მასთან დამიშავებია“ - ნათია ფანჯიკიძე დედის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის

⭕„ტკბილი სახლი“ - რეზი არველაძის ახალი კადრები შვილიშვილთან ერთად

⭕„მჯერა, რომ ძალიან მაგრად იქნები დე, ჩემი მთავარი სიყვარული ხარ“- ოთო ფოლადაშვილის ემოციური მილოცვა დედას