Digest Logo

🎥 ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

1711132488
ქეით მიდლტონი

უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი X-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

ვიდეოში უელსის პრინცესა დიაგნოზზე ჰყვება და ამბობს, რომ აღნიშნული ამბავი მისთვის და პრინც უილიამითვის „შოკი“ იყო.

„იანვარში, ლონდონში, მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია გავიკეთე და იმ დროისათვის არ ვიცოდით, რომ სიმსივნე მქონდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თუმცა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ კიბო მქონდა. ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი ჩამეტარებინა და ახლა  მკურნალობის საწყის ეტაპზე ვარ“,- ამბობს ქეით მიდლტონი.

ქეით მიდლტონი თითქმის ორი თვის განმავლობაში საზოგადოებაში არ ჩანდა. საზოგადოებაში გავრცელდა რამდენიმე ვერსია მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებსა და ოჯახში უთანხმოებებს ეხებოდა.

ქეით მიდლტონი ბოლოს საჯარო სივრცეში 2023 წლის 25 დეკემბერს საშობაო ღონისძიებაზე გამოჩნდა, 2024 წლის 16 იანვარს კი კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის ჩატარების შესახებ საზოგადოებამ მეორე დღეს, 17 იანვარს - კენსინგტონის სასახლის განცხადებით გაიგო. სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ქეითი საჯარო მოვალეობების შესრულებას აღდგომის შემდეგ დაუბრუნდება.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ

⭕„კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს, საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს“ - ბუდუ ზივზივაძე

⭕ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“

🎥 ილია თოფურიამ საქართველო დატოვა