Digest Logo

🎥 „რაც უფრო მეტს დათმობთ დღეს, მით უფრო მეტს მოიგებთ“ - 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1739340917
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, ენერგია დღეს ზენიტში იქნება და კარგია ახალი საქმის წამოწყება. არ არის კარგი ცუდი ფიქრები და განმარტოება“ - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

♈ ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და მიაქციეთ ყურადღება იმას თუ რას მიირთმევთ. მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ.

♉ კურო

გამოიყენეთ გონიერება და მოთმინებნა. დღეს შესაძლოა თქვენ მიერ ნათქვამი ფრაზები არასწორად იყოს გაგებული.

♊ ტყუპები

ქაოსური და არეული შეიძლება იყოს დღევანდელი დღე. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ, ამიტომ ეცადეთ არ იაქტუროთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

♋ კირჩხიბი

შესაძლოა მოხდეს ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში, თუმცა გახსოვდეთ არ არის კარგი სიჯიუტე. რაც უფრო მეტს დათმობთ დღეს, მით უფრო მეტს მოიგებთ. 

♌ ლომი

დღევანდელი დღე წარმატებული იქნება, ნებისმიერი სირთულის საქმის გაკეთებას შეძლებთ. მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი რადგან შეძლებთ ყველაფრის გაკეთებას.

♍ ქალწული

უმჯობესი იქნება ემოციები და გრძნობები გაუზიაროთ ახლობელ ადამიანს, რომელსაც ენდობით. დღეს გულახდილი საუბრებისთვის კარგი დღეა. 

♎ სასწორი

დატვირთული დღე იქნება, თუმცა არ შეშინდეთ მარტივად მოახერხებთ ყველაფერის შესრულებას.

♏ მორიელი

სასურველი იქნება თუ თქვენ ნიჭს და ინტუიციას მაქსიმალურად გამოიყენებთ. ეცადეთ რისი სურვილიც გაქვთ დაწეროთ ან იფიქროთ ამაზე. 

♐ მშვილდოსანი

არ დაკარგოთ ის ენერგიას, რომელიც გაქვთ რაღაც მომენტში თითქოს საკუთარი თავის რწმენას კარგავთ, რაც გიშლით ხელს წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია დაიჯეროთ საკუთარი თავის და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. 

♑ თხის რქა

მნიშვნელოვანი დღე იქნება, კარგი იქნება გადადგათ პირველი ნაბიჯები და დაისახოთ მიზანი. 

♒ მერწყული

იყავით გახსნილი საიხლეებისთვის, ეცადეთ ყველაფერს სხვა კუთხით შეხედოთ დაიწყოთ მოქმედება და არა ფიქრი. დღევანდელი დღე გაძლევთ ბევრ შესაძლებლობას მთავარია დაინახოთ და გადადგათ ნაბიჯი.

♓ თევზები

წარმატებული იქნება ეს დღე მაქსიამლურად გამოიყენეთ ის შანსი, რასაც ეს დღე გაძლევთ. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, როდის აღდგება გაზმომარაგება სრულად - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

⭕წვიმა და თოვლი… - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

⭕„სახლი სხვა სახლად გადავაქციეთ, ახლა მართლა ყველაფერი აქვთ და რაც დასჭირდებათ, ამათთვის ეს ნამდვილი სასწაულია და მადლობა ადამიანებო“ - აკა სინჯიკაშვილი