ასტროლოგი გიორგი ხუბულავა „იუთუბის“ საკუთარ არხზე ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, სადაც 2025 წლის კარმულ თემებზე საუბრობს:
„კარმული იქნება 2025 წელი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის. აღმავალი კვანძი იანვრის ბოლოს გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი იანვრის ბოლოს გადავა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. სატურნი ზაფხულში სტუმრობს ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. წლის დანარჩენ ნაწილში იგი თევზების ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება. იუპიტერი დირექტიულ მოძრაობას თებერვლის თვეში შეიძენს და ნოემბრის შუა რიცხვებამდე ასე გააგრძელებს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მაისი - ოქტომბრის შუალედში რეტროგრადული იქნება პლუტონი.
2025 წელს ოჯახური თემები წამოვა წინა პლანზე.
ერთი მხრივ მტკიცე და ბედნიერი ოჯახები შეიქმნება, მეორე მხრივ კი დიდი ხნის ოჯახები დაასრულებენ თანაცხოვრებას. რელიგია უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს როლი არ იქნება ნეგატიური. წლის მეორე ნახევარი საქართველოსთვის უკეთესი იქნება, ვიდრე წლის პირველი ნახევარი.
პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წელი კარმული იქნება არის კირჩხიბი. ამიტომ სასურველია კირჩხიბები 2025 წელში დაოჯახდნენ. თუ ოჯახური ცხოვრება გაუსაძლისია, რეკომენდებულია რომ ეს ყველაფერი ამ წელს დაასრულოთ.
მეორე ნიშანი არის თევზები, რომელთაც მიმდინარე წელს ზიგზაგები გელით. საბოლოო სამშვიდობოს კი 2026 წელს გახვალთ.
მესამე ნიშანი კი არის მორიელი, 2025 მორიელებისთვის ტრანსფორმაციული და გადაფასების წელია.
წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის იქნება 2025 წელი კარმული“, - ამბობს გიორგი ხუბულავა ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასე უსაშველოდ არავის ეყვარებით...“ - ნატო გელაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
🎥 „დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება...“ - საბერიოდან ახალი კადრები ვრცელდება