Digest Logo

რეტროგრადული ვენერა სასწორის ნიშანში ბრუნდება: რა შეიცვლება ადამიანთა პირად ურთიერთობებსა და ფინანსების სფეროში

1792763221
რეტროგრადული ვენერა სასწორში

25 ოქტომბრამდე ვენერა მორიელში იქნება და უკუსვლით დაბრუნდება სასწორში, 14 ნოემბრამდე.

ამ პერიოდში შანსი მოგეცემათ ურთიერთობები გააუმჯობესოთ, გადააკეთოთ, გამოასწოროთ, საბოლოო წერტილი დასვათ.

4 დეკემბრიდან ვენერა მორიელში გააგრძელებს სვლას {მშვილდოსანს 2027 წლის 7 იანვარს ესტუმრება} და ძველი იარებზე გავლა უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.

რეტროგრადულმა ვენერამ მორიელის ნიშანი გამოიარა, დაარქივებული მასალები აქვს ყოფილებზე ან შეიძლება ქირურგიული ლანცეტიც გამოიყოლა. თუმცა, ახლა მერკურიც რეტროგრადულია და დაბნეულობა, გაუგებრობები და ტყუილები ისევ იქნება. 26 ოქტომბერს კი სავსემთვარეობა გველოდება კუროში. უნდა დასრულდეს ან/და მოშუშდეს ძველი რომანტიკული იარები.

მთავარია, სასწორისეული ჰარმონიულობა დაივიწყოთ და კიდევ ერთი შანსი არ მისცეთ, ლანცეტით გადაჭერით ყველა კავშირი, დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები იმ ადამიანებისგან, ტყუილი დაპირებებით რომ გაბრუებენ, გართმევთ დროს, ენერგიას, რესურსს, სილამაზეს და ჰარმონიის შეგრძნებას.

რეტროგრადული ვენერას დრო მოაწესრიგეთ გარდერობი, ფინანსური საკითხები. დაფიქრდით რა მოგწონთ, რა უნდა გადააკეთოთ. არ გაგიკვირდეთ, თუ გამოჩნდებიან ყოფილები ან განმეორდება ძველი სიტუაციები.

ყველაფერი დიპლომატიურად და ჰარმონიულად უნდა დაალაგოთ, თქვენთვის სასიკეთოდ. შეიძლება ძველმა მეგობრებმაც შეგახსენონ თავი.

კიდევ ერთხელ და მეტს აღარ ვიტყვი, რეტროგრადული ვენერას დროს არ ჩაიტაროთ სილამაზის ოპერაციები, პროცედურები, ნემსები; არ დანიშნოთ ნიშნობა, ქორწილი; არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები; არ გამოიჩინოთ ინიციატივა და არ გაიცნოთ ადამიანი მასთან რომანის გაბმის მიზნით.

ვენერა რეტროგრადული სვლით შეეხება ყველას, ვისაც, მორიელის, კირჩხიბის, თევზების, თხის რქის, ქალწულის, კუროს, მერწყულისა და ლომის პირველ-მერვე გრადუსებში და ვისაც სასწორის, ტყუპის, მერწყულის, ლომის, ვერძის, მშვილდოსნის, კირჩხიბისა და თხის რქის 22-29 გრადუსში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები და პლანეტები.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „სინამდვილეში საკუთარი თავიც კი არ უყვარს...“ - კლინიკური ფსიქოლოგი ადამიანზე, რომელსაც ნარცისული მდგომარეობა აქვს

⭕ახალი იმედი კუჭის კიბოს წინააღმდეგ! - მეცნიერებმა სიმსივნის წარმოქმნამდე არსებული პროცესი გამოავლინეს

⭕ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ნახევარფინალშია

✕