Digest Logo

რის დანახვას გვთხოვს მარწყვისფერი მიკრომთვარე, რომელიც 29 ივნისს გველოდება - ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

1782453244
ქეთევან ჯანდიერი

მარწყვისფერი მიკრომთვარე (Strawberry Micromoon) უნიკალური ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ივნისის სავსემთვარეობისა და მთვარის აპოგეუმის (დედამიწიდან ყველაზე შორს ყოფნის წერტილის) დამთხვევას წარმოადგენს. ამ დროს ცის კაბადონზე მთვარე ჩვეულებრივზე ოდნავ პატარა და ნაკლებად კაშკაშა ჩანს.

აღნიშნულ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი საუბრობს:

„29 ივნისს ცა გვაჩვენებს განსაკუთრებულ მოვლენას — Strawberry Micromoon-ს. (მარწყვისფერ მიკრომთვარეს) ასტრონომიულად, ეს არის სავსე მთვარე, რომელიც დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილთან ახლოს იმყოფება, ამიტომ ჩვეულებრივზე ოდნავ პატარა ჩანს. მაგრამ ეზოტერულად, ეს ღამე სულ სხვა რამეს გვიყვება…

როდესაც მთვარე შორს დგას, ჩვენ საკუთარ თავთან ახლოს ვდგებით. ეს არ არის გაფართოების, ხმაურისა და აჩქარების ენერგია. ამჯერად, ეს არის შინაგანი სიჩუმის ენერგია. მიკრომთვარე თითქოს გვახსენებს: “ყველაფერი, რაც დიდია, ყოველთვის ხილული არ არის.” და ხშირად, ყველაზე ძლიერი ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც გარედან თითქოს არაფერი ხდება..

ეს სავსე მთვარე მოდის როგორც ენერგეტიკული სარკე. ის არ გვთხოვს რაღაც ახალი მოვიზიდოთ.

ის გვთხოვს დავინახოთ თუ:

* რაში გავიზარდეთ ბოლო 6 თვეში;
* რომელ ტკივილს აღარ აქვს ძალა ჩვენზე;
* რომელ შიშს ვკვებავთ და ვატარებთ მხოლოდ „ჩვევის” გამო;
* რას ვატარებთ, რაც უკვე აღარ გვეკუთვნის და დადებითად არ გვემსახურება/მოქმედებს..

მთვარის შორეული პოზიცია ქმნის სიმბოლოს: გაუშვი ის, რაც უკვე უნდა წავიდეს, მაშინ მოვა ახალი!

სხვათა შორის, მიკრომთვარის ენერგია ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედებს როგორც დისტანცია. ანუ, ის გვეხმარება ემოციებს შევხედოთ არა რეაქციიდან, არამედ დაკვირვებიდან.

შესაძლოა ამ დღეებში მოულოდნელად მიხვდეთ:

* რომ ვიღაცაზე გაბრაზება აღარ გინდათ;
* რომ რაღაც მოლოდინი უნდა დაასრულოთ;
* რომ საკუთარი თავის მიმართ უფრო რბილი უნდა გახდეთ.

ხომ იცით? სიბრძნე იწყება იქ, სადაც ბრძოლა მთავრდება..

ზოდიაქურ თემატიკას რომ შევეხო, მთვარე ამოდის მშვილდოსნის ცის ენერგიასთან ახლოს. მშვილდოსანი რა არის? თავისუფლება, ჭეშმარიტების ძიება, სულიერი მოგზაურობა, ჰორიზონტის გაფართოება..

ამიტომ ეს სავსე მთვარე გვეკითხება: „შიში რომ არ არსებობდეს, რომელ გზას აირჩევდი?”

ნუმეროლოგიურად, 9 არის დასრულების, გათავისუფლებისა და სულიერი სიმწიფის რიცხვი. ეს ნიშნავს, რომ მიკრომთვარის მთავარი გაკვეთილია: ყველაფერი ვისაც და რასაც წიგნივით დახურავთ ცხოვრებაში, დაასრულოთ სიყვარულით.. არა ძალით! არა წყენით! არა ბრძოლით! სიყვარულით!!

სამყარო ხანდახან გვგონია რომ “უცნაურად” მუშაობს: როდესაც მთვარე ყველაზე შორსაა, ადამიანები ხშირად ყველაზე ღრმა პასუხებს პოულობენ. შესაძლოა იმიტომ, რომ სიბრძნე ხმაურში არ მოდის და ის ჩნდება სიჩუმეში.. აბსტრაგირება/დისტანცირებაში.. და ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, არის ის, რომ შეწყვიტო ძველის ტარება ტვირთად..

29 ივნისის აფირმაცია: „ვუშვებ ყველაფერს, რაც ჩემს ენერგიას ამძიმებს. ვირჩევ სიმშვიდეს, თავისუფლებას და ახალ სივრცეს ჩემი სულისთვის. რაც ჩემია, სიყვარულით მოდის. რაც აღარ მეკუთვნის, სიყვარულით მიდის ჩემგან”.

ამ ღამით, შეხედეთ ცას და გახსოვდეთ: მისი სიმცირე მხოლოდ თვალს ეჩვენება. მის ძალას კი, გული გრძნობს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ადამიანი მაშინაც კი ურთიერთობს, როცა დუმს“ - კომუნიკაციის უსიტყვო ფორმები, როცა დუმილი ხმაურზე მეტია

„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი, ბიზნესის გახსნა“ - 26 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ყველაფერი უნდა ვანაცვალოთ მას, მათ შორის საკუთარი თავი... ნელა-ნელა მთელი ცხოვრება უნდა მოიცვას“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება