ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ქრისტიანული ცხოვრება...
ამაზე დიდი ღირებულება, უბრალოდ არ არსებობს.
უნდა ყველაფერი ვანაცვალოთ მას,
მათ შორის – საკუთარი თავი.
ნელა-ნელა მთელი ცხოვრება უნდა მოიცვას ამან...
ოღონდ ეს ყველაფერი, ასე მშრალად არ იქნება,
ამას დიდი სიხარული მოსდევს,
– რატომ?!
– იმიტომ, რომ ქრისტე - ღმერთია!
რომელიც მართლა ჩვენთან არის,
და როგორ შეიძლება მან გულში არ ჩაგიკრას
და მან არ გაგრძნობინოს, რომ მე შენთანა ვარ – „ნუ გეშინია“...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ივნისს საქართველოში
⭕„კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე“ – რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე ბოლო ეთერზე, რომელიც ვერ შედგა