ზაფხულის ბოლო დეკადა დადგა. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, აგვისტოს თვე ბევრი ადამიანისთვის პოზიტიური მოვლენებით იქნება აღსავსე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თვის შუა რიცხვებიდან დედამიწა დისჰარმონიული კოსმიური გავლენის ქვეშ მოექცევა და ამ დროს აუცილებელია მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოვლენა მთელი რიგი მოვლენების მიმართ.
- ბატონო მიხეილ, როგორი გასავლელი იქნება აგვისტო და ზოგადად რა ტენდენციებისაა ამ წლის ზაფხულის ბოლო თვე?
– ბევრი ადამიანისთვის აგვისტო საკმაოდ პოზიტიური იქნება, ამიტომ სხვადასხვა რთული საკითხის სწრაფად მოგვარებას შეძლებენ. 14 აგვისტოდან დედამიწა საკმაოდ ძლიერი დისჰარმონიული კოსმიური გავლენის ზონაში შევა, ეს კი თითქმის თვის ბოლომდე გაგრძელდება და მზის დაბნელებით აღინიშნება, რომელიც 12 აგვისტოს 21:47 საათზე, ახალი მთვარის დროს მოხდება. ეს კი, წინა დაბნელებასთან შედარებით, უფრო ძლიერი იქნება.
– ეს რთული პერიოდი როდემდე გასტანს?
– მთვარის დაბნელებამდე, 28 აგვისტომდე რთული პერიოდია. სავსემთვარეობა, 28 აგვისტოს 08:14 საათზე, ძალიან დინამიკური და საბედისწეროა. ეს უჩვეულოდ ძლიერი ენერგიები დაეხმარება მათ, ვინც ცვლილებებსა და აღმავლობისთვის არის მზად. გირჩევთ, აგვისტოს ბოლო კვირა ეფექტურად გაატარეთ, თუმცა „ყველაფერი ან არაფერის“ რისკის გარეშე.
– როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის და რას უნდა მოერიდონ ან პირიქით, გამოიჩინონ ინიციატივა, რომ წარმატებას მიაღწიონ და პრობლემებს ადვილად დააღწიონ თავი?
– აგვისტოს პირველი ნახევარი ძალიან ხელსაყრელია ვერძებისთვის. თვის მეორე ნახევარში კი ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობები. შესაძლოა, დანაკარგებიც. ამიტომ, სასურველია, მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანზაქციები მომავლისთვის გადადოთ.
კუროს ენერგიებისთვის კი აგვისტოს თვე დისჰარმონიული პერიოდია. თვის პირველ ნახევარში შედარებით ეფექტურად შეძლებთ მოქმედებას, ვიდრე მეორეში. გაჩნდება პრობლემების მოგვარების გზები, შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოთ საკუთარ თავში. ასევე, შესაძლოა, მიიღოთ კარგი სამუშაო შეთავაზება.
აგვისტოს პირველი ნახევარი სასიკეთოა ტყუპების ჯანმრთელობისთვის, კომუნიკაციის, მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის. დაამყარებთ საიმედო კავშირებს და შეიძენთ თანამოაზრეებს. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი კონტრაქტის გასაფორმებლად, ქორწინებისთვის. პირადი ურთიერთობები კი, დინამიკურად განვითარდება. მოგზაურობის დროს შესაძლოა, გქონდეთ საინტერესო შეხვედრა, რომელიც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება და შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თვის მეორე ნახევარი არასტაბილურია, ამიტომ არ გირჩევთ გარისკვას.
კირჩხიბმა აგვისტოში უმჯობესია, დაისვენოს, რადგან დისჰარმონიული თვეა. თვის პირველი ნახევარი კარგია მოგზაურობისთვის, მეორე ნახევარი კი არახელსაყრელია ერთობლივი ფინანსური ტრანზაქციებისთვის, ინვესტიციისთვის, მსხვილი შესყიდვებისთვის.
აგვისტო ლომისთვის ყველაზე დინამიკური და პოზიტიური თვეა. თავს განახლებულად იგრძნობთ, გააქტიურდება ლიდერული თვისებები. მაგნიტივით მოიზიდავთ იღბალს. ბედნიერი თვეა ლომების პირადი ცხოვრებისთვის, შეხვედრებისა და კონტრაქტების დასადებად. თვის მეორე ნახევარში გირჩევთ მეტ სიფრთხილეს რისკთან მიმართებაში.
აგვისტო ქალწულებისთვის დისჰარმონიული თვეა. უმჯობესია დაისვენოთ და თავი აარიდოთ ახალი რომანებისა და ურთიერთობების დაწყებას. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, კოლეგებთან სიტუაცია დაიძაბოს, ნეგატიური პერიოდია და არ ღირს ამ პერიოდში სიახლეების წამოწყება.
აგვისტოს პირველი ნახევარი, საკმაოდ წარმატებული პერიოდია სასწორებისთვის. ბევრი მათგანის ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები პირადში. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარიერაში დროებითი ჩავარდნა. გართულდება მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტა.
აგვისტოს ცეცხლის ენერგიები, არახელსაყრელია მორიელის ენერგიებისთვის. თვის პირველი ნახევარი შედარებით წარმატებულია კარიერისთვის, პირადში მოხდება სასიამოვნო ცვლილებები. თვის მეორე ნახევარში კი, სიტუაცია შეიცვლება, კოსმიური ენერგიები ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ურთიერთობებზე. უმჯობესია ამ დროს განიტვირთოთ და დაისვენოთ.
მშვილდოსნისთვის აგვისტოს თვის პირველი ნახევარი წარმატებულია. გააქტიურდება ინტელექტუალური შესაძლებლობები. მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ურთიერთობების რღვევა. თვის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მეტი დაისვენეთ.
აგვისტოს პირველ ნახევარში, თხის რქას კოსმიური ენერგიების დადებითი ზეგავლენა გაააქტიურებს, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. შეძლებთ მატერიალური სფეროს მოწესრიგებას, დიდი შენაძენების გაკეთებას. აგვისტოს მეორე ნახევარში სიტუაცია ცოტა რთულდება. ყურადღებით დააკვირდით გარშემომყოფებს, რათა არ მოტყუვდეთ.
მერწყულისთვის თვის პირველი ნახევარი საკმაოდ პოზიტიური და აქტიურია. შეძლებთ პირადი ცხოვრების მოწყობას. თვის მეორე ნახევარში კი სიტუაცია შეიცვლება და დისჰარმონიული კოსმიური ენერგიების გავლენა კონფლიქტებში გაგხვევთ. ამ პერიოდში მოერიდეთ შეხვედრებს, ახალი სამსახურის ძებნას და შორეულ მოგზაურობას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დაისვენეთ.
აგვისტოს თვე თევზებისთვის არაკომფორტულია. უმჯობესია, ხარისხიანად დაისვენოთ ზღვაზე. თვის პირველ ნახევარში შემოსავალი სტაბილურია, სახლში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. ასე რომ, თვის პირველ ნახევარში სჯობს, იმუშაოთ, მეორე ნახევარში კი გვარიანად დაისვენოთ.
წყარო: tbiliselebi.ge