✨ სუპერახალმთვარეობა ტყუპებში 2026 წლის 15 ივნისი ✨
🌑 15 ივნისს მთვარე ერთდროულად შევა ახალმთვარეობის ფაზაში და გაივლის პერიგეას - დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილს საკუთარ ორბიტაზე. სწორედ ამიტომ ამ მოვლენას სუპერახალმთვარეობას უწოდებენ.
ეს ნიშნავს, რომ ახალმთვარეობის ენერგია ჩვეულებრივზე უფრო ძლიერად აისახება ჩვენს ემოციებზე, ქვეცნობიერზე, აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ცაზე არ გამოჩნდება, მისი გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება.
♊ ტყუპები ინფორმაციის, კომუნიკაციის, აზრების, კავშირებისა და გადაადგილების ნიშანია. ამიტომ ეს სუპერახალმთვარეობა გვაიძულებს გადავხედოთ იმას, როგორ ვფიქრობთ, ვისთან ვურთიერთობთ და სად ვხარჯავთ ჩვენს გონებრივ ენერგიას. ამ პერიოდის მმართველი მერკურია, რომელიც კირჩხიბის ნიშანში იმყოფება. ამიტომ მოვლენები მხოლოდ ლოგიკით არ წარიმართება - ინტუიცია, ემოციები და შინაგანი შეგრძნებები არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
✨ რას მოიტანს ეს პერიოდი?
• ახალი იდეები და პროექტები;
• მნიშვნელოვანი ნაცნობობები და კავშირები;
• ინფორმაციისა და ცოდნის მიღების სურვილი;
• ძველი შეხედულებების გადაფასება;
• ცხოვრების ახალი მიმართულებების ძიება.
მაგრამ გახსოვდეთ : ტყუპები მოძრავი ნიშანია. ამიტომ ყველაფერი, რაც ახლა იწყება, შესაძლოა გზადაგზა შეიცვალოს, განვითარდეს ან სხვა ფორმა მიიღოს. ეს დრო უფრო ექსპერიმენტებისთვისაა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებებისთვის.
⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 12-18 ივნისის პერიოდში. ახალმთვარეობა დაძაბულ ასპექტში იქნება ლილიტთან, რის გამოც შეიძლება მოიმატოს:
• დეზინფორმაციამ;
• მანიპულაციებმა; • ჭორებმა;
• არასწორმა დასკვნებმა;
• მოტყუების რისკმა. ამ დღეებში ყველაფერი, რასაც გაიგებთ, ორჯერ გადაამოწმეთ.
🌑 თავად ახალმთვარეობის დღეს რეკომენდებული არ არის:
❌ ახალი მნიშვნელოვანი საქმის დაწყება;
❌ მსხვილი შენაძენები;
❌ საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება. უმჯობესია ეს ნაბიჯები ერთი-ორი დღით გადაიტანოთ.
💫 ეს სუპერახალმთვარეობა გვახსენებს: ცვლილებები ყოველთვის გარედან არ იწყება. ზოგჯერ ახალი გზა ერთი ახალი აზრით, ერთი საუბრისგან ან ერთი გადაწყვეტილებით იწყება, რომელსაც ჯერ მხოლოდ გულით გრძნობ.
დაე, 15 ივნისმა გაგიხსნათ ახალი შესაძლებლობების კარი, მოგიტანოთ ნათელი აზრები, სწორი ადამიანები და ის გზები, რომლებიც თქვენს განვითარებასა და წარმატებას ემსახურება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი სიყვარული...“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად პოზირებს